ბორჯღალოსნებმა რუსეთთან მოპოვებული გამარჯვება გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს

ბორჯღალოსნებმა რუსეთთან მოპოვებული გამარჯვება გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს

© ლევან ვერძეული

საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან კალინინგრადში მოპოვებული გამარჯვება (23:6) რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ გიორგი ლომთაძეს მიუძღვნა. 

"ლელო სარასენსის" და საქართველო XV-ის ყოფილი მორაგბე რამდენიმე დღის წინ 27 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა! ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს", - ციტირებს რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდი საქართველოს ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის სიტყვებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)