სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ხევის სპორტ-ინფო
გუშინ გაუწყეთ, რომ მამუკა გორგოძე პირველი ლიგის ლიდერ "ყაზბეგის" ვარჯიშზე იმყოფებოდა, საწვრთნელ პროცესში ჩაერთო "არმიასთან" უმნიშვნელოვანეს მატჩამდე და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე რაგბის კავშირმაც გამოაქვეყნა, რომელსაც თან მამუკა გორგოძის კომენტარიც ახლავს.
როგორც აღმოჩნდა, გორგოძე "ყაზბეგის" ვარჯიშზე მერაბ კვირიკაშვილის და ირაკლი ყიასაშვილის თხოვნით მივიდა, რომლებიც სტეფანწმინდელთა ღირსებას იცავენ. მამუკა პირველი ლიგის ლიდერების მონდომებით და ვარჯიშით ძალიან კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ეს გუნდი დიდ 10-ში თამაშს იმსახურებს.
"ჩემი მეგობრები – მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი დამიკავშირდნენ და მთხოვეს "ყაზბეგს" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კონკრეტული დეტალების დამუშავებაში დავხმარებოდი. არ ვიცი ეს ერთდღიანი, ერთჯერადი მუშაობა რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ამ ბიჭების საქმისადმი მიდგომით, მონდომებით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული დავრჩი. ისინი მოტივირებულები არიან და რაც მთავარია, მარტივად ითვისებენ ყველაფერს, ხასიათს კი მოხევეებს ვერავინ დაუწუნებს. ვნახე ხაზის ვარჯიშიც და ბურთი არ დავარდნიათ! მთლიანობაში, ვარჯიში გავდა არა საქართველოს პირველი ლიგის, არამედ უმაღლესი დონის გუნდის ვარჯიშს და ვფიქრობ, ისინი დიდ 10-ში თამაშს იმსახურებენ", - განუცხადა გორგოძემ რაგბის კავშირს.
"ყაზბეგი", რომელიც პირველ ლიგას ლიდერობს და დიდ 10-ში გადასასვლელად იბრძვის, 21 მარტს არსებობის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და უშუალო კონკურენტს "არმიას" დაუპირისპირდება, რომელსაც ამჟამად 3 ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში, უდიდეს ნაბიჯს გადადგამს ელიტაში აღზევებისთვის. მატჩი თბილისის დროით 14 საათზე გაიმართება და რაგბი ტვ-ის ეთერში გავა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.