ოფიციალურად: საქართველო - რუმინეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან

ოფიციალურად: საქართველო - რუმინეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გულშემატკივარს საშუალება ექნება, რომ საქართველოს ნაკრებს სტადიონიდან უქომაგოს.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 მარტს 15 საათზე რუმინეთთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩზე გულშემატკივრები დაიშვებიან. ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.

მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას რაგბის კავშირის ვებგვერდი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)