სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტირა. ასევე მოხდა ახალი გამგეობის რეგისტრაცია.
როგორც იცით, საჯარო რეესტრმა გუშინ წარდგენილი დოკუმენტები დაახარვეზა, იმ მიზეზით, რომ ყრილობაზე განხილული იყო წესდების შეცვლის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა. დღეს დილით ტყემალაძის იურისტებმა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ჩასწორების შესახებ განცხადება შეიტანეს და დაახლოებით ერთი საათის წინ, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება დაასრულა.
რეესტრის განცხადებაში დასკვნის სახით ვკითხულობთ:
4. დასკვნა:
4.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მოთხოვნილი რეგისტრაციის პირობებს.
4.2. საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა:
4.2.1. დაკმაყოფილდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნა და ა(ა)იპ ,,საქართველოს რაგბის კავშირის' 2021 წლის 10 მარტის განმეორებითი ყრილობის ოქმის საფუძველზე, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის რეგისტრაციის შესახებ.
4.2.2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ცოტა ხნის წინ, ტყემალაძის რეგისტრაცია დაადასტურა რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა და გაკეთდა პირველი კომენტარებიც.
ია ხურცილავა (ქალთა ნაკრების მენეჯერი, გამგეობის წევრი): „დიდი ხანია რაც რაგბის კავშირში ვმუშაობ და ასეთი რთული მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა – დაპირისპირება, ფინანსური პრობლემები. ახალ პრეზიდენტთან ერთად შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. მის მოსვლას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ“.
ნატალია კურტანიძე (გამგეობის წევრი): „მთელი წელი ველოდებოდით საარჩევნო პროცესის დასრულებას. ამ პერიოდში ნელ-ნელა გროვდებოდა გადასაწყვეტი საკითხები ყველა სფეროში და იოსებ ტყემალაძეს გადასაწყვეტად დახვდება ამ საკითხების კორიანტელი“.
ლექსო გუგავა (რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი): „შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, ფრანჩაიზის ჩამოყალიბება, ბავშვთა რაგბი და ა.შ. ეს ყველაფერი ხვდება ახალ პრეზიდენტს. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში და სრული მობილიზებით, მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა და დიდი იმედი მაქვს, უმოკლეს დროში“.
ნიაზ მამრიკიშვილი (რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი): „საშეჯიბრო კომიტეტი ასრულებს თავის ფუნქციას და ყველაზე დიდი პრობლემა COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეები იყო. ჩემპიონატი ისეთ წყვეტილ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ უარესს ველოდით, მაგრამ რეგულაციებით მოვახერხეთ ამ პრობლემის გადალახვა. ის, რომ ოფისის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა უხელფასოდ ვართ, ეს თავისთავად რჩება პრობლემად“.
თორნიკე გოგებაშვილი (რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი): „რაგბის კავშირში აგვისტოში შემოვედი. ის არ ფუნქციონირებდა, ჩემპიონატი შეჩერებული იყო. მთავარი გამოწვევა სწორედ ჩემპიონატის განახლება იყო, რაც სახელმწიფოს დახმარებით წარმატებით მოვახერხეთ. პანდემიის და ფინანსური კრიზისის პირობებში, ჩვენ ეროვნული ნაკრებისთვის მოვახერხეთ შიდა თუ უცხოური შეკრებები და გავუშვით „შემოდგომის ერთა თასზე“. დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ ამ გაჭირვებულ პერიოდში მოახერხა და ბიუჯეტის სახით 17,5 მილიონი დაამტკიცა, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ფინანსები“.
იოსებ ტყემალაძის რეგისტრაციას უკანონოდ მიიჩნევს ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი. მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ისინი ბრძოლას განაგრძობენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.