ირაკლი აბუსერიძე: "ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზებს საჯარო რეესტრმა გვერდი აუარა"

ირაკლი აბუსერიძე: "ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზებს საჯარო რეესტრმა გვერდი აუარა"

18 მარტს დღის პირველ ნახევარში "მედიაცენტრ მთავარში" ირაკლი აბუსერიძემ და მისმა უფლებადამცველმა დავით კლდიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და საჯარო რეესტრის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს. 

როგორც იცით, საჯარო რეესტრმა გუშინ წარდგენილი დოკუმენტები დაახარვეზა (რომელიც დღეს გამოასწორეს და ტყემალაძე უკვე დაარეგისტრირეს - ავტ.), იმ მიზეზით, რომ ყრილობაზე განხილული იყო წესდების შეცვლის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა. აბუსერიძის და კლდიაშვილის თქმით, რეესტრმა ბევრად მნიშვნელოვან დარღვევებს აუარა გვერდი და ისინი საერთოდ არ უხსენებია. ისინი ამბობენ, რომ ამ დარღვევების შესახებ ხელახალ სარჩელს რეესტრში აუცილებლად შეიტანენ და კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ 10 მარტის ყრილობაზე მთელი რიგი ხარვეზები იყო, რომელიც მათ არ უხსენებიათ. 

"გუშინ ვიხილეთ ხარვეზის დადგენა, რომელსაც წესით და რიგით საჯარო რეესტრი ვერ აუვლიდა გვერდს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ხარვეზები, რომელიც 30 დეკემბერს ჩემს საჯარო აქტში შინაარსობრივად შეისწავლეს და დაადგინეს, იმაზე მეტი დარღვევებია დღეს შინაარსობრივად ამ საჯარო აქტში, მაგრამ არის განსხვავება. მაგალითად მოვიყვან 30 დეკემბერს ჩატარებული ყრილობის საჯარო აქტის ხარვეზებს, ეს იყო 30-დღიანი ვადის დარღვევა, რაც დაგვიდგინეს ხარვეზად და რაც შეუსაბამობაში იყო წესდებასთან და ასევე გამგეობის საკითხის დამატება დღის წესრიგში.

ახლა განვიხილოთ ტყემალაძის მხარე, სადაც იყო ხმების დათვლა, რომელიც ყოველთვის ხორცილდება ერთი სეზონის მიხედვით და ეს წესდებითაა განსაზღვრული. ამათ დათვლილი აქვთ ორი სეზონის ჯამში, რადგან იმ ქვორუმს და იმ რაოდენობას მაინც ვერ აგროვებდნენ, რომ გამარჯვებისთვის მიეწიათ, სხვა საკითხებს ამ ეტაპზე დავანებებ თავს. და მეორე საკითხი, წესდების საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დაემატა ასევე, მაგრამ უფრო მეტი ხარვეზია, რაზეც ცოტა მოგვიანებით ბატონი დავითი (დავით კლდიაშვილი, იურისტი) მოგახსენებთ სამართლებრივ ენაზე.

მინდა ვთქვა, რომ ესეც არის სიცრუე. ადამიანი გამოდიოდა ტელეეთერებში და იძახდა, ორი თვე მაქვს ვადა, რომ წესდება შევიმუშავო კლუბებთან ერთადო, არცერთი კლუბი არ არის საქმის კურსში, ესე მოტყუებით და გადაგორებით უნდოდათ ამ წესდების შეცვლა. ჯერ არცერთი კლუბი არ არის ინფორმირებული. წესდება არის ის დოკუმენტი, რომლითაც მთელმა რაგბის სამყარომ უნდა იხელმძღვანელოს. ეს ერთი და დანარჩენი აქ უკვე იკვეთება ორმაგი სტანდარტი. ცოტა უხერხულია, როდესაც ვსაუბრობ სახელმწიფო ინტიტუტზე, მაგრამ რომ შევადგინოთ ჩემი, აბუსერიძის საჯარო აქტი და ტყემალაძის აქტი, ნათლად ჩანს და დიდი კითხვის ნიშნები ისმება.
", - ამბობს ირაკლი აბუსერიძე, რომელმაც შემდეგ უკვე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

- ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ეს არის ფიქტიური პროცესი და რეესტრმა ფიქტიურად დაახარვეზა ტყემალაძის რეგისტრაცია?

- ამ ხარვეზს უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდნენ, მაგრამ ეს არის მალევე გამოსწორებადი და ეს არის თვალებში ნაცრი შეყრა. 

- როდესაც შენთან ვიყავით პრესკონფერენციაზე, იმ დროს შენთან დარეკა "ეკიპმა" და რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო მედია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. თქვენი ინტერესიც არის, რომ "მსოფლიო რაგბი" საქმის კურსში ჩააყენოთ?

- კი ბატონო, ვესაუბრე და გადავუგზავნეთ ყველაფერი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპორტულ გამომცემლობა "ეკიპს". ვესაუბრე და მოგვთხოვა ყველა ის ლინკები, ვიდეორგოლები და სურათი, რა ვითარებაში ტარდებოდა არჩევნები. ასევე დაგვისვეს იმაზე კითხვა, თუ რა ადგილას გაიმართა არჩევნები და მაგაზეც გავეცით პასუხი. თვითონ აიღეს ინიციატივა, რომ თავისი მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენი თანხმობით თვითონ მიეწერათ და პირველი ნაბიჯი გაევლოთ "მსოფლიო რაგბისთან". და ასევე ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს, ანუ იკინძება ეს მასალები და რა თქმა უნდა გავაგზავნით მსოფლიო ფედერაციაში.

- რა შეიძლება რომ იყოს მათი მხრიდან რეაგირება?

- გეტყვით, რომ მაროკოს ჰქონდა ასეთი ფაქტი, როდესაც ჩარევით ან დარღვევებით ჩატარდა საარჩევნო ყრილობა. პირველ რიგში "მსოფლიო რაგბიმ" გააფრთხილა მაროკოს რაგბის ფედერაცია და ამის შემდეგ, როდესაც არ გამოსწორდა სიტუაცია, ამის შემდეგ დისკვალიფიკაცია მისცა მაროკოს ფედერაციას. ჩვენც ყველა დოკუმენტაცია დეტალურად უნდა მივაწოდოთ, ალბათ მოგვიწევს ჩასვლა, შეხვედრაც და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდება რეაგირება. 

ამის შემდეგ, ირაკლი აბუსერიძის უფლებადამცველმა დავით კლდიაშვილმა ისაუბრა და იურიდიულ საკითხებს დეტალურად შეეხო, თუ რა დარღვევები გაატარა საჯარო რეესტრმა და განაცხადა, რომ ამის შესახებ, ისინი ხელახალ სარჩელს შეიტანენ რეესტრში.

"წარდგენილია ყრილობის ოქმი, ნოტარიულად წარდგენილი ყრილობის ოქმი, რაც თვალსაჩინო ხარვეზები, რაც საჯარო რეესტრმა გამოკვეთა, ამის გარდა არის სხვა ხარვეზები, რომლებზეც სამწუხაროდ სახელმწიფო ორგანოს ყურადღება არ მიუქცევია. ზოგადი სახით რომ ვთქვათ, წესით ამ დოკუმენტში უნდა იყოს ჩანაწერი, რომ ნოტარიუსმა ყველა სამართლებრივი გარემოება, ყველა მონაწილე პირის უფლებამოსილება შეამოწმა და ისე შეადგინა ეს ოქმი. მსგავსი ჩანაწერი ამ დოკუმენტში არ გხვდება, არამედ მხოლოდ მითითებაა ყრილობის თავმჯდომარეზე, რომ მან თქვა, რომ ყრილობა უფლებამოსილი იყო და ამას დაეყრდნო ნოტარიუსი, რაც არ შეიძლება და ნოტარიუსმა საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად სამართლებრივად ტარდება ყრილობა. ეს ერთი.

მეორე, აქ არ არის საჯარო ხელმისაწვდომი მონაწილე წევრთა სია. აქ გვიწერია, რომ ნოტარიუსი ინახავს ამ სიას თავისთან სანოტარო ბიუროში და არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, წარმოიდგენეთ, რომ არის საუბარი რაგბის კლუბებმა მიიღეს მონაწილეობა და არავის არ აქვს საშუალება საჯარო რეესტრში, საჯაროობას ვუსვამ ხაზს, ნახოს რომელი კლუბები მონაწილეობენ. ხომ შეიძლება ისეთი კლუბი იყოს მითითებული იმ ჩამონათვალში, რომელიც საერთოდ არ იყო მისული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევაა. ჩვენ შემთხვევაში ყველა კლუბის დასახელება და ხელმოწერა საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, მსგავსი არა გვაქვს აქ.

ცალკე საკითხია მინდობილობის საკითხი. ამ ოქმიდან ვგებულობთ, რომ რამდენიმე კლუბმა მონაწილეობა მიიღო მინდობილობების ანუ მინდობილი პირის საშუალებით. ეს ოქმებიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აქ პრობლემას ვხედავთ რაში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და ჩვენ გვაქვს რამდენიმე მინდობილობა, რომლითაც მიიღეს მონაწილეობა, მათი შინაარსი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლს და შესაბამისად, ვეჭვობთ, რომ მიზანი იმისა, რომ ეს მინდობილობები არ ყოფილიყო ატვირთული ამას ემსახურება, რომ საჯაროდ არ ყოფილიყო შესაძლებელი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ენახა და შეეფასებინა მათი შინაარსი. ანუ საბოლოო ჯამში, დამატებით სამართლებრივ წიაღსვლებში რომ არ წავიდე, გვაქვს სიტუაცია, როდესაც დოკუმენტი გასაღებულია, როგორც ე.წ. საჯარო აქტი და ამას მისი შინაარსი არ პასუხობს. 

მე რა დარღვევებიც ჩამოვთვალე, მათ შეფასებას და ანალიზს სჭირდება პროფესიონალური ცოდნა იურისტის. ის დარღვევა, რაც საჯარო რეესტრმა წამოწია რა თქმა უნდა დარღვევაა, მაგრამ არის თვალსაჩინო დარღვევა, ხელზე დევს და ყველას შეუძლია გაიგოს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, პირველი თუ რეესტრმა დოკუმენტი დაარეგისტრირდა, ამის გასაჩივრება თავად რეესტრში შეგვიძლია, იმის საფუძველზე, რა დარღვევებზეც დღეს ვსაუბრობთ. ასევე, ცალკე გასაჩივრება ყრილობის, იმ საფუძვლებით, რაც ირაკლიმ ისაუბრა, კერძოდ ხმების დათვლით. ასევე, დღესვე ჩვენ შეგვაქვს წერილი რეესტრში, იმ დარღვევების შესახებ, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. თეორიულად, დავუშვათ, რომ რეესტრმა ეს ვერ შეამჩნია, ჩვენ ვიქცევით პატიოსნად და ვაკეთებთ მითითებას, რომ თუ კი გამორჩათ, აგერ ბატონო ჩამონათვალი და თუ სურთ, რომ ყოველ მხრივ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, იმსჯელონ მაშინ ჩვენს წერილზე და შეაფასონ ეს." 



კლდიაშვილის საუბრის შემდეგ, აბუსერიძემ დაამატა: "ხარვეზები, რომელიც ბატონმა დავითმა ჩამოთვალა, რაზე რეაგირება საჯარო რეესტრს არ ჰქონია და განხილულიც არ აქვთ. კლუბებმა ეს სარჩელი არჩევნებამდე შეიტანეს და რაც ხარვეზები იყო, ხმების დათვლაზე, ნოტარიულ აქტებთან, რადგან სამართლებრივად, როდესაც ერთ ადამიანს რომ გაქვს რამდენიმე კლუბის მინდობილობა, სპეციალური დათქმა უნდა იყოს მინდობილობაში. შედარებას მოვიყვან 30 დეკემბრის ნოტარიულ აქტთან, რადგან ჩვენ ყველაფერი გვქონდა წარდგენილი, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინეს. ასევე, 30 დეკემბრის აქტს დართული ჰქონდა ბაჩო ხურციძის საჩივარი და კლუბების შეტანილი განცხადება საერთოდ ნახსენები არ არის ამ გუშინდელ საჯარო აქტთან, ეს არის გასაკვირი კიდევ. იმ პროცესებიდან გამომდინარე, როგორც ყველაფერი მიდის, დიდი მოლოდინი დღესდღეისობით არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას, ასევე "მსოფლიო რაგბის" მივმართავთ, მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში და ყველას გავაგებინებთ, თუ როგორ მოხდა ქართულ რაგბიში ვიღაც ადამიანის ძალადობრივი მეთოდით დასმა."

აბუსერიძის ეს პრესკონფერენცია დღის პირველ ნახევარში გაიმართა, ერთი საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტნის და მისი გუნდის წევრების პროგნოზი გამართლდა და საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე დღესვე დაარეგისტრირა პრეზიდენტად. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"