სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ლაშა ლორთქიფანიძე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რუსეთთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო თხუთმეტეულში 4 ცვლილება განახორციელა.
სამი ცვლილება შერკინებაში მოხდა, ხოლო ერთი - უკანა ხაზში. მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს გიორგი ჭყოიძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. ასევე სასტარტოდან დაიწყებს თამაშს მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელმაც მარქაფაში ადგილი გია ხარაიშვილს გაუცვალა, ისევე როგორც მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილმა ირაკლი ცხადაძეს. უკანახაზში კი, ტრავმირებულ დემურ თაფლაძეს გამოცდილი სანდრო თოდუა შეცვლის.
როგორც იცით, რუსეთთან გასამართ მატჩს გამოტოვებენ ვასილ ლობჟანიძე, ბექა საღინაძე, ნიკა აბულაძე და ზემოხსენებული დემურ თაფლაძე. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდებს მატჩის წინა დღეს სწრაფი კოვიდტესტები უტარდებათ და სამი ან ნაკლები დადებითი პასუხის შემთხვევაში მატჩი შედგება, გუნდს ყველა პოზიციაზე თითო სარეზერვო მოთამაშე სჭირდება. შესაბამისად, "ბორჯღალოსნებს" კალინინგრადში რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე მორკინალები ილია სპანდერაშვილი და ნიკო აფციაური შეუერთდებიან.
რუსეთთან გასამართი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. დავით ნინიაშვილი (4 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), 9. გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა);
შერკინება
1. ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (9 კეპი), 5. დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (2 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (2 კეპი); 21. მიხეილ ალანია (3 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა).
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩი, რომელშიც რუსეთი კალინინგრადში საქართველოს მიიღებს, შაბათს 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
საქართველოს ორი მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და ტურნირს ლიდერობს, ხოლო რუსეთს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 4 ქულა აქვს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.