სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ხევის სპორტ-ინფო
"ყაზბეგი", რომელიც პირველ ლიგას ლიდერობს და დიდ 10-ში გადასასვლელად იბრძვის, 21 მარტს არსებობის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და უშუალო კონკურენტს "არმიას" დაუპირისპირდება, რომელსაც ამჟამად 3 ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში, უდიდეს ნაბიჯს გადადგამს ელიტაში აღზევებისთვის.
სტეფანწმინდის გუნდი უპრინციპულესი მატჩისთვის "ხვამლი არენაზე" ემზადება. გუშინდელი ვარჯიში, "ყაზბეგისთვის" განსაკუთრებული გამოდგა, რადგან მათ ვარჯიშს არც მეტი და არც ნაკლები, თავად ლეგენდარული მამუკა გორგოძე ეწვია, რომელიც საწვრთნელ პროცესში ჩაერთო და მათთან ერთად ივარჯიშა. "ტულონის" და "მონპელიეს" ყოფილმა მორაგბემ "ყაზბეგის" მოთამაშეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, რაც თითოეულ მათგანს რასაკვირველია ძალიან წაადგება. გარდა ამისა, მორაგბეებმა და შემდეგ მთელმა გუნდმა, მამუკა გორგოძესთან ერთად არაერთი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და "არმიასთან" მატჩს პოზიტიურ განწყობაზე ხვდებიან.
გუშინდელ ვარჯიშს "ყაზბეგის" სამწვრთნელო შტაბთან ერთად ასევე უძღვებოდა "ლელო სარასენსის" მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ყაზბეგის" ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი და კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი" ირაკლი ყიასაშვილი. ისინი "ყაზბეგს" გასულ ზაფხულს "ლელო სარასენსიდან" შეუერთდნენ. ![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.