სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Rugby Club Lokomotiv Penza
პენზას "ლოკომოტივის" მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი, საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს - წერს რუსული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
საქართველოს ნაკრების რიგებში რამდენიმე მესამეხაზელია დაშავებული, რასაც ბექა საღინაძის ტრავმაც დაემატა და ლევან მაისაშვილმა არ გამორიცხა, რომ მათ კალინინგრადში გასამართი მატჩისთვის, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ორი ქართველი მორაგბე გამოეძახათ. ჯერჯერობით კავშირის ოფიციალურ გვერდზე არაფერი თქმულა, თუმცა "ლოკომოტივის" წყალობით უკვე გავიგეთ, რომ სპანდერაშვილი რუსეთთან 20 მარტს გასამართი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება.
23 წლის სპანდერაშვილს 2016 და 2017 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და 8 მატჩში 1 ლელო დადო. ის 2017 წელს საქართველოში გამართულ 20-წლამდელთ მსოფლიოზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო. ილია ერთხელ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ ეტაპზეც იყო გამოძახებული, თუმცა მაშინ თამაში არ მოუწია.
"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ნაკრებში გამომიძახეს. ყველა სპორტსმენის მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. მე მომეცა შანსი და ყველაფერს გავიღებ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი გამოძახება სწორი იყო. ასევე მადლობელი ვარ "ლოკომოტივის", სადაც ამ ორი სეზონის განმავლობაში უკეთესი მორაგბე გავხდი", - განაცხადა სპანდერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩი, რომელშიც რუსეთი კალინინგრადში საქართველოს მიიღებს, შაბათს 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
საქართველოს ორი მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და ტურნირს ლიდერობს, ხოლო რუსეთს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 4 ქულა აქვს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.