სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

28 წლის ჰოლი დევიდსონი გახდება მეორე ქალი არბიტრი, რომელიც პრო 14-ში იმსაჯებს.
შოტლანდიელი ქალბატონი პრო 14-ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს განსჯის, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიური "მანსტერი" და იტალიური "ბენეტონი" დაუპირისპირდებიან.
"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ელიტური მსაჯების გზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჩვენი პროფკავშირების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჰოლი დევიდსონმა მოიპოვა იმის უფლება, რომ პარასკევს პრო 14-ში დებიუტი ჰქონდეს", - განაცხადა პრო 14-ის ელიტური მსაჯების მენეჯერმა გრეგ გარდნერმა.
ცნობისთვის, დევიდსონს 16 იანვარს ჩელენჯ თასზე უნდა ჰქონოდა დებიუტი, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ინგლისურ "ნიუკასლ ფალკონსს" და ფრანგულ "კასტრის" უნდა ეთამაშათ. მატჩი ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო აღარ შედგა და შესაბამისად, ახალგაზრდა მსაჯის ევროთასებზე დებიუტი გადაიდო, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, მას უკვე პრო 14-ში უწევს დებიუტი. მას ასევე უმსაჯია 7-კაცა მსოფლიო თასზე, ქალთა 6 ერზე, 7-ქალას მსოფლიო სერიებზე, რაგბი ევროპაზე და სხვა ტურნირებზე.
გეტყვით, რომ დევიდსონამდე პრო 14-ში ქალბატონებიდან ირლანდიელმა ჯოი ნევილმა იმსაჯა, რომელიც პარასკევს პრო 14-ის შოტლანდიელ დებიუტანტ დაეხმარება და მატჩის ვიდეორეფერი იქნება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.