სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელმა ბორის სტანკოვიჩმა, რუმინეთთან სოჭში მოგებულ (18:13) მატჩზე და საქართველოსთან კალინინგრადში გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
40 წლის ბორის სტანკოვიჩი, რომელიც ახალზელანდიაშია დაბადებული, ინგლისის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. მან კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში ითამაშა, როგორებიცაა: "ლონდონ აირიში", "გროლე", "ალბი", "ლესტერ ტაიგერსი", "დრაგონსი" და "ქოვენთრი". კარიერის დასრულების შემდეგ კი, სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და 2016 წელს "ქოვენთრიში" იმუშავა, 2017 წელს კი "ლესტერ ტაიგერსის" შერკინების მწვრთნელად დაინიშნა და "ვეფხვების" შერკინებას სამი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა. ის რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შოტლანდიელ კარლ ჰოგთან ერთად იანვრის დასაწყისში შეუერთდა და მათ დებიუტი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდათ, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" 7 თებერვალს თბილისში 16:7 იმარჯვეს.
"საქართველოსთან მატჩი უკეთესად უნდა დავიწყოთ, ვიდრე ეს რუმინეთთან შევძელით. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში და ვითამაშოთ ისე, როგორც ეს გვსურს. ზოგჯერ უნდა ვიყოთ უფრო ზუსტები, რომ მოწინააღმდეგეს არ მივცეთ იმპულსი ჩვენი შეცდომების ან უდისციპლინობის ხარჯზე.
რუმინეთთან მატჩის დასაწყისში ჩვენ ნელები ვიყავით. რუმინელებმა სწრაფად შეძლეს ქულების მოპოვება და დაწინაურება, მაგრამ რუსეთის ნაკრებმა დიდი გამძლეობა და სიმშვიდე გამოავლინა, რომ გამარჯვებისთვის მიეღწია. ჩვენმა მორაგბეებმა გაუძლეს სირთულეებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რაგბიში წარმატების მისაღწევად.
შერკინებაში, კონკრეტულად დერეფნებსა და შერკინების სტატიკაში ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ, რადგან ბიჭები უფრო და უფრო დიდხანს ვარჯიშობენ და თამაშობენ ერთად. ყველაზე მეტად, მე მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვან მომენტებში ჩვენი შერკინებები და დერეფნები ძალიან კარგად მუშაობდა. სამწუხაროა, რომ შერკინებიდან მეტის მიღება ვერ შევძელით შესვენებამდე, როდესაც რუმინელებზე დიდი წნეხი მოვახდინეთ.
ვალერი მოროზოვის და ანდრეი ოსტრიკოვის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გუნდს ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს რუმინეთთან მატჩში. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ანდრეის წინააღმდეგ ვთამაშობდი. მას "სეილ შარქსში" 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მსოფლიო დონის მორაგბეებთან ერთად უთამაშია. შესაბამისად, მან კარგად იცის, თუ რა არის საჭირო მაღალ დონეზე სათამაშოდ. ის ზრუნავს თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე და იცის თავისი საქმე.
ვალერი მოროზოვი უნდა იყოს მსოფლიოს უძლიერესი კაცების კონკურენციაში. ის ახლა "სეილ შარქსში" თამაშობს და რუსეთში ჩამოიტანა მაღალი დონის ვარჯიშის და თამაშის გამოცდილება, რაც ყველას დაეხმარა.
ბევრი დეტალი და ასპექტი გვაქვს შესამუშავებელი. მწვრთნელები პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამარჯვება მივიღოთ. დიახ, ბევრი წვრილმანი დეტალი არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ სასწავლია და არა მხოლოდ ეს", - განაცხადა ბორის სტანკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩი, რომელშიც რუსეთი კალინინგრადში საქართველოს მიიღებს, შაბათს 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
საქართველოს ორი მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და ტურნირს ლიდერობს, ხოლო რუსეთს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 4 ქულა აქვს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.