სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Georgian Rugby
საქართველოს ნაკრები გუშინ გვიან ღამით ესპანეთიდან თბილისში დაბრუნდა და რუსეთისთვის მზადებას "შევარდენის ბაზაზე" განაგრძობს.
"ბორჯღალოსნები" თბილისში ორ დღეს დარჩებიან, ხუთშაბათს კი გეზს კალინინგრადისკენ აიღებენ, სადაც 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუ ესპანეთიდან პირდაპირ კალინინგრადში ჩავიდოდა ნაკრები, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა რეგულაციების გამო ასე არ გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ხვალინდელი დღე რჩებათ და ის მაღალი ინტენსივობის ვერ იქნება.
"მთელი დღე მგზავრობაში გავატარეთ, საქართველოში გვიან ღამით ჩამოვედით და მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით. საღამოს გვექნება კრება და განვლილი თამაშის გარჩევა, ასევე ერთსაათიანი ძალიან დაბალი ინტენსივობის ვარჯიში.
გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის პროვოცირებასაც მგზავრობაც ახდენს. ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ესპანეთიდან პირდაპირ კალინინგრადში ჩავსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა რეგულაციების გამო ასე არ გამოვიდა. რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ხვალინდელი დღე გვრჩება და ის ვერ იქნება მაღალი ინტენსივობის. ხუთშაბათს კვლავ მგზავრობა გვიწევს და კალინინგრადში გავემგზავრებით, პარასკევს კი კაპიტნის ვარჯიშია.
აღდგენა ნორმალურად მიდის. საკუთარ ბაზაზე ვართ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ. ვითვალისწინებთ საათობრივ სარტყელს და ვცდილობთ იქაურ რეჟიმს მოვერგოთ. სამწუხაროდ, მხარი დაიზიანა და რუსეთთან ვერ ითამაშებს დემე თაფლაძე. მისი ტრავმის სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი. ასევე დაგვაკლდება ვასილ ლობჟანიძე. 99%-იანი ალბათობით ვერ ითამაშებს ბექა საღინაძე. ლიმიტირებულია აბულაძე.
ამ ფონზე დავიმატეთ გიორგი მარგალიტაძე და ლუკა გოგინავა, რადგან ერთით მეტი ბურჯის ყოლა აუცილებელია. არაა გამორიცხული, რომ რეზერვის სახით გამოვიძახოთ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ორი მორაგბე, რათა ყოველგვარი მოულოდნელობებისგან დაზღვეული ვიყოთ", - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით ლიდერობს. ამავდროულად, 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატები 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდაცაა - ორი საუკეთესო გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მესამე რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.