საქართველოს ნაკრებს რუსეთთან მატჩისთვის ორი დებიუტანტი დაემატა

საქართველოს ნაკრებს რუსეთთან მატჩისთვის ორი დებიუტანტი დაემატა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რუსეთთან 20 მარტს გასამართი მატჩისთვის ორ დებიუტანტს უხმო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას გამოტოვებს ვასილ ლობჟანიძე. ასევე თითქმის გამორიცხულია ბექა საღინაძის, დემურ თაფლაძის და ნიკა აბულაძის თამაში. მათ ნაცვლად, ლევან მაისაშვილმა "ლელო სარასენსის" ცხრა ნომერი გიორგი მარგალიტაძე და ფრანგული "ანგულემის" ბურჯი ლუკა გოგინავა გამოიძახა.

20 წლის მარგალიტაძე "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე რამდენჯერმე გახლდათ მოწვეული, ხოლო 24 წლის გოგინავა პირველად გამოიძახეს. მარგალიტაძეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში 2019 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან წლევანდელ დიდ 10-ში 8 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. რაც შეეხება გოგინავას, მან 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. წლევანდელ სეზონში კი, პრო დ2-ში "ანგულემის" მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა და "კარკასონის" წინააღმდეგ ლელოს დადებაც მოახერხა. უნდა ითქვას, რომ გოგინავა შესანიშნავ ფორმაშია და "მიდი-ოლიმპიკის" ვერსიით, პრო დ2-ის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 

ლევან მაისაშვილის თქმით, გამორიცხული არაა, რომ მათ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კიდევ ორი მორაგბე დაიმატონ.

რუსეთთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (2), გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო);
კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა);
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), ლაშა ჯაიანი (9 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა);
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (2), მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);

უკანა ხაზი

ჰავბექები: გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (3 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო);
მგეზავები: თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა);
შუამარბები: მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა);
ფრთები: აკაკი ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა);
ფულბექები: სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (4 კეპი).

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში რუსეთის ნაკრები 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე კალინინგრადში საქართველოს დაუხვდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)