გერმანელებმა 2020/2021 წლების სეზონზე უარი თქვეს

გერმანელებმა 2020/2021 წლების სეზონზე უარი თქვეს

2020/2021 წლების სეზონის გერმანიის სარაგბო ჩემპიონატი არ გაიმართება - ამის შესახებ გერმანიის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ეპიოდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩემპიონატის შემოდგომაზე დაწყება ვერ მოხერხდა და იგეგმებოდა, რომ ტურნირი სტარტს გაზაფხულზე აიღებდა, თუმცა შაბათს კლუბებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2020/2021 წლების სეზონი აღარ შედგება და ამ გადაწყვეტილებას რაგბის ბუნდესლიგის კომიტეტი სულ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

შეხვედრას თითქმის ყველა კლუბი დაესწრო და უმრავლესობისთვის წარმოუდგენელი იყო ასეთ პირობებში ჩემპიონატის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ რაგბის ბუნდესლიგის კომიტეტი მათ სთავაზობდა შემოკლებული, ექვსკვირიანი ჩემპიონატის ორ სხვადასხვა ფორმატს, თუმცა სხვადასხვა საკითხების (მათ შორის მოთამაშეების რეგულარული ტესტირების, ფინანსური მიზანშეწონილობის) გათვალისწინებით, კლუბების 2/3 მხარი დაუჭირა, რომ 2020/2021 წლების სეზონი არ გაიმართოს.

თავის მხრივ, ზოგიერთ კლუბის სურვილია, რომ ჩემპიონატი დაიწყოს და თამაშები შეძლონ. სავარაუდოდ, ასეთ კლუბებს საშუალება ექნებათ, რომ რეგიონალურ დონეზე ითამაშონ. ბუნდესლიგის მომდევნო 2021/2022 წლების სეზონი, სავარაუდოდ, აგვისტოში ან სექტემბერში.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)