რუმინეთის და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებას ქართველები იმსაჯებენ

რუმინეთის და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებას ქართველები იმსაჯებენ

© Georgian Rugby

20 მარტს თბილისის დროით 17 საათზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩი გაიმართება, რომელშიც რუმინეთის ნაკრები ბუქარესტში ესპანეთს უმასპინძლებს. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ნიკა ამაშული იქნება, რომლისთვისაც ასეთ შეხვედრებზე მსაჯობა უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ. მას კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარებიან, რომლებიც საერთაშორისო დონეზე პირველად წარსდგებიან, ხოლო ვიდეორეფერი სულხან ჩიხლაძე იქნება და ამ ამპლუაში მასაც დებიუტი ექნება.

შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია და ორივე გუნდის მიზანი საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზურის მოპოვებაა. რაგბი ევროპიდან მსოფლიო თასის პირდაპირ საგზურებს ორი გუნდი მიიღებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)