ესპანეთის ნაკრებს ექვსი მორაგბე დაუბრუნდა და რუმინეთს გაძლიერებული შემადგენლობით შეერკინება

ესპანეთის ნაკრებს ექვსი მორაგბე დაუბრუნდა და რუმინეთს გაძლიერებული შემადგენლობით შეერკინება

საქართველოსთან მატჩამდე გაუწყეთ, რომ ესპანეთის ნაკრებს სხვადასხვა მიზეზების გამო 15 მორაგბე აკლდა. რასაკვირველია, ამ მოთამაშეებიდან ყველა ძირითადის მოთამაშედ არ მოიაზრება, თუმცა მათ შორის ტოპ 14-ის და პრო დ2-ის რამდენიმე მორაგბეა, რომლებიც "ლომებისთვის" სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

ესპანეთის რაგბის კავშირმა დღეს რუმინეთთან 20 მარტს გასვლაზე გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა და იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც "ლომებს" საქართველოსთან წაგებულ (19:25) მატჩში აკლდათ, ექვსი მორაგბე ეყოლებათ. 

რუმინეთთან დაპირისპირებისთვის სანტიაგო სანტოსმა საფრანგეთში მოასპარეზე ხუთი მორაგბე დაიმატა, ხოლო ერთი მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობს. ესენი არიან: ნასიონალის კლუბ "დიჟონის" მეორეხაზელი ჯოშუა პიტერსი (8 კეპი), პრო დ2-ის "ანგულემის" მესამეხაზელი გოტიე გიბუნი (45 კეპი), ტოპ 14-ის "ბაიონის" ჰავბექი გიომ რუე (22 კეპი) და მგეზავი მანუელ ორდასი (1 კეპი), პრო დ2-ის "კოლომიეს" შუამარბი ფაბიენ პერინი (14 კეპი) და ესპანური "ალკობენდასის" შუამარბი რიჩარდ სტიუარტი (16 კეპი). 

ესპანელების ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი "ბაიონის" მესამეხაზელი ასიერ უსარაგა (6 კეპი), "კარკასონის" კვაჭი ხერომ სივილი (12 კეპი) და "ლა როშელის" ფრთა მარტინ ალონსო (2 კეპი) არიან. 

შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია. საფრანგეთში გასამგზავრებელ პირდაპირ საგზურს ორი გუნდი მოიპოვებს, ხოლო მესამე რეპეშაჟში ითამაშებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)