პირველი ლიგა: ყაზბეგმა ხვამლს ისტორიაში პირველი საშინაო მარცხი აგემა და ლიდერობა შეინარჩუნა

პირველი ლიგა: ყაზბეგმა ხვამლს ისტორიაში პირველი საშინაო მარცხი აგემა და ლიდერობა შეინარჩუნა

© ხევის სპორტ-ინფო

პარასკევს, შაბათს და კვირას პირველი ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. 

დიდ 10-ში გადასასვლელი ექვსეულის ცენტრალური მატჩი "ხვამლი არენაზე" შედგა, სადაც ერთმანეთს ელიტის საგზურისთვის მებრძოლი ორი კლუბი "ხვამლი" და "ყაზბეგი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში სტეფანწმინდის ბინადრებმა 20:26 იმარჯვეს, "ხვამლმა" კი არსებობის განმავლობაში პირველი საშინაო მარცხი იწვნია. 

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 10:14 დასრულდა. მეორე ნახევარში "ყაზბეგს" სამი მორაგბე გაუსინბინეს და 10 წუთის განმავლობაში ისინი 13 კაცით იყვნენ მინდორზე, თუმცა საბოლოო ჯამში მატჩი მაინც მათი გამარჯვებით დასრულდა. "ყაზბეგს" ექვსიდან ექვსი მოგება აქვს (როგორც იცით, მეორე ეტაპზე ყველა გუნდს პირველი ეტაპიდან საკუთარ ჯგუფში მყოფ გუნდებთან დაფიქსირებული მატჩების შედეგები გადაყვება. მეორე ეტაპზე ისინი მხოლოდ სხვა ჯგუფში მყოფ გუნდებს ეთამაშებიან - ავტ.) და პირველ ლიგას 29 ქულით ლიდერობს, ხოლო "ხვამლი", რომელსაც ერთი ქულა ერგო, 19 ქულით მესამე ადგილზეა. 

"არმია" ავჭალის სტადიონზე "ტაოს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 75:0 სძლია. "არმია" 26 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ყაზბეგს" სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო თელავის "ჭადარი" საკუთარ მოედანზე ოზურგეთის "არწივებთან" 7:26 დამარცხდა. მომდევნო ტური 20-21 მარტს გაიმართება და ერთმანეთს ორი ლიდერი გუნდი შეერკინება: "ყაზბეგი" "არმიას" უმასპინძლებს.

როგორც იცით, დიდი 10-ის პირდაპირ საგზურს ლიდერი გუნდი მოიპოვებს, ხოლო მეორე ადგილოსანი პლეი-აუტში დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს შეერკინება.  


რაც შეეხება ქვედა ექვსეულს - როგორც იცით, პირველ ლიგაში დარჩენის შანსს მხოლოდ ქვედა ექვსეულის ლიდერი მიიღებს, რომელიც რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანს შეხვდება პლეი-აუტში, ხოლო დანარჩენი ხუთი გუნდი გავარდება. ამ მომენტისთვის, ქვედა ექვსეულს ქუთაისის "ბაგრატი" 25 ქულით ლიდერობს, რომელმაც შინ "დევები" ბონუსით 57:12 დაამარცხა. თბილისის "ივერიამ" ამ ტურამდე ლიდერი წყალტუბოს "დინოზავრი" 26:12 დაამარცხა და ლიდერობა დააკარგვინა, ხოლო "ივერიამ" 19 ქულა დააგროვა და ლიდერს 6 ქულამდე მიუახლოვდა. მესამე მატჩში კი თბილისის "დინამო" ჭიათურის "ივერიასთან" 19:26 დამარცხდა.

არმია - ტაო 75:0 
ივერია - წყალტუბო 26:12
დინამო - ჭიათურა 19:26
ჭადარი - ოზურგეთი 7:26
ბაგრატი - დევები 57:12

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)