საქართველომ სარეიტინგო ქულები მოიხვეჭა, ინგლისი სამეულში დაბრუნდა - ცვლილები მსოფლიო რეიტინგში

საქართველომ სარეიტინგო ქულები მოიხვეჭა, ინგლისი სამეულში დაბრუნდა - ცვლილები მსოფლიო რეიტინგში

შაბათ-კვირას 6 ერის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართა, რამაც "მსოფლიო რაგბის" მოწინავე ოცდახუთეულში არაერთი ცვლილება გამოიწვია.

საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესპანეთი 25:19 დაამარცხა, რითაც 0.82 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 73.31 ქულას მოუყარა თავი და მე-12 პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. "ბორჯღალოსნების" წინ მყოფ ფიჯის 76.87 ქულა აქვს, ხოლო უკან მყოფ ტონგას - 71.44 ქულა.

ინგლისის ნაკრებმა შინ საფრანგეთი 23:20 დაამარცხა, რითაც ერთმა გუნდმა 0.78 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორემ - დაკარგა. შესაბამისად, ინგლისმა და საფრანგეთმა მესამე-მეოთხე პოზიციები გაცვალეს. 

ირლანდიამ გასვლაზე შოტლანდია 27:24 სძლია, ამით 1.17 ქულა შემატა აქტივს და მეშვიდედან მეექვსე პოზიციამდე დაწინაურა. მათ ავსტრალიის ნაკრებს გადაუსწრეს. შოტლანდიამ კი 1.17 ქულა დაკარგა, მასზე წინ არგენტინის ნაკრები გაუშვა და შესაბამისად, მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა.

ესპანეთის ნაკრებმა საქართველოსთან მარცხით 0.82 ქულა დაკარგა და მე-18 პოზიციიდან ერთით დაქვეითდა უკან. "ლომებს" ურუგვაიმ გადაუსწრო. 

რუმინეთმა გაწითლებულ დროში დადებული გარდასახული ლელოთი პორტუგალიას 28:27 სძლია და 1.06 ქულა მოიპოვა, თუმცა კვლავ მე-19 ადგილზე დარჩა. სამაგიეროდ, ამ მარცხის გამო 21-ე პოზიციიდან სამი საფეხურით უკან დაიხია პორტუგალიამ, რომელზე წინაც ჰონგ კონგი, კანადა და ნამიბია აღმოჩნდნენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)