ლუკა გოგინავა პრო დ2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (+VIDEO)

ლუკა გოგინავა პრო დ2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (+VIDEO)

ცნობილმა სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკმა" პრო დ2-ის 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც "ანგულემის" ბურჯი ლუკა გოგინავა მოხვდა.

"ანგულემმა" პარასკევს "ბეზიე" 15:12 დაამარცხა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ადგილს დააღწია თავი. 24 წლის გოგინავა ძირითად შემადგენლობაში იყო და ბურჯისთვის უჩვეულოდ, შეუცვლელად ითამაშა. მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და სიმბოლურში მოხვედრაც დაიმსახურა. ამავე მატჩში "ანგულემის" სასტარტოში იყო ზაურ თევდორაშვილი, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შალვა სუთიაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო და საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

"ანგულემი" შარშან, სანამ სეზონი ჩაიშლებოდა საპლეიოფო ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ წელს ცუდი სეზონი გამოუვიდა და პრო დ2-ში დარჩენისთვის იბრძვის. ისინი მე-14 ადგილზე მყოფ "მონ-დე-მარსანს" 6 ქულით ჩამორჩებიან. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)