სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა მორკინალმა შალვა სუთიაშვილმა ფრანგული "ანგულემის" რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა - წერს შარანტას დეპარტამენტის სარაგბო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
"ანგულემმა" პარასკევს "ბეზიე" 15:12 დაამარცხა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ადგილს დააღწია თავი. სუთიაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა. ლუკა გოგინავას, ზაურ თევდორაშვილის და შალვა სუთიაშვილის გუნდი შარშან, სანამ სეზონი ჩაიშლებოდა საპლეიოფო ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ წელს ცუდი სეზონი გამოუვიდა და პრო დ2-ში დარჩენისთვის იბრძვის. ისინი მე-14 ადგილზე მყოფ "მონ-დე-მარსანს" 6 ქულით ჩამორჩებიან.
"მე-100 მატჩი იასამნისფერი მაისურით ჩვენი საკულტო საერთაშორისო დონის ქართველი მორაგბის შალვა სუთიაშვილისთვის.
პარასკევს გამართული მატჩის შემდეგ, შალვა შევიდა იმ მოთამაშეთა წრეში, რომლებმაც "ანგულემში" გადალახეს 100-მატჩიანი ნიშნული. გილოცავთ შალვა", - წერს "ანგულემის" ოფიციალური ვებგვერდი.
შალვა სუთიაშვილი "ანგულემს" 2015 წელს შეუერთდა და მოწინააღმდეგეთა ლელო 7-ჯერ აიღო. ის საქართველოს ნაკრებში 2005-2020 წლებში თამაშობდა და 82 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. მან "ბორჯღალოსნებს" 15-ჯერ უკაპიტნა და ამ მატჩებში საქართველო არასდროს დამარცხებულა. შალვას სამ მსოფლიო თასზე (2011, 2015, 2019) აქვს ნათამაშები.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.