სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Martin Seras Lima / TrySportimages
საქართველოს ნაკრებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" მადრიდში ესპანეთის ნაკრები ძალიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს და აქტივში 4 ქულა ჩაიწერეს.
"ბორჯღალოსნებისთვის" მატჩის ძალიან კარგად დაიწყო და პირველივე წუთებზე თორნიკე ჯალაღონიამ აიღო მოწინააღმდეგის ლელო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. ესპანელებმა სათანადო პასუხი მალევე გაგვცეს - ფეხით შეცურებული ბურთი გიორგი კვესელაძემ ვერ აიღო, რითაც ბრედლი ლინქლეითერმა ისარგებლა და საპასუხო ლელო დაგვიდო, რომელიც ბატისტა გუემესმა გარდასახა. ამის შემდეგ, გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ორი ლელო დადო: პირველი მერაბ შარიქაძის გარღვევას მოჰყვა, რომელიც აკაკი ტაბუცაძემ დაასრულა ლელოთი, ხოლო მეორე შემთხვევაში ჯაბა ბრეგვაძემ შეიტანა ბურთი მოლიდან. აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა გაიტანა, რასაც კიდევ ერთი ჯარიმა შემატა. ესპანელებმა კი 3 ჯარიმის გატანა მოახერხეს და ბოლო წუთებამდე თამაშში იყვნენ. უფრო მეტიც, ესპანელები ბოლო 5 წუთში ორჯერ იყვნენ ჩვენს 5-მეტრიანში, თუმცა საბედნიეროდ პირველ შემთხვევაში "ბორჯღალოსნებმა" თავის დაცვა მოახერხეს, ხოლო მეორეჯერ ესპანელებმა 5-მეტრიანში საკუთარი აუტი წააგეს - 19:25.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო ესპანეთმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და დაცვით ბონუს ქულას გამორჩა, რაც შესაძლოა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რადგან როგორც იცით, წლევანდელი და მომდევნო წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.