მერაბ შარიქაძე: "ვფიქრობ, გუნდი რომ განვითარდეს ყველანი უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები"

მერაბ შარიქაძე: "ვფიქრობ, გუნდი რომ განვითარდეს ყველანი უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, ესპანეთთან მადრიდში რთულად მოგებული (25:19) შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბორჯღალოსნების" კაპიტნის თქმით, გუნდის განვითარებისთვის საჭიროა, რომ იყვნენ თვითკრიტიკულები და აღნიშნა, რომ უკეთესად თამაში შეეძლოთ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის ნაკრები კარგი გუნდია და მათთან თამაში იოლი არავისთვისაა, თუმცა მთავარია, რომ საქართველო მადრიდს დაგეგმილი გამარჯვებით ტოვებს. 

"კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, გუნდი რომ განვითარდეს ყველანი უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. თავისთავად შეიძლებოდა, რომ უკეთესი თამაში გვეთამაშა, გვქონდა კარგი მომენტები, რაღაცეების გამოყენება შევძელით, ბევრი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით, თუმცა რაც აუცილებლად უნდა ითქვას, მე პირადად რაც ნაკრებში ვარ, არ მახსოვს, რომ ამ მოედანზე ესპანეთთან როდისმე ადვილად და უბრძოლველად მოგვეგოს, ყოველთვის, განსაკუთრებით აქ ძალიან მაგრად ბრძოლობენ და ვთვლი, რომ ჩვენს ჩემპიონატში, რაგბი ევროპაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდი არის და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მეტოქეს ძალიან მაგრად გაუჭირდება ესპანეთთან მოგება, განსაკუთრებით მადრიდში. მთავარია მოვიგეთ და ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. აქედან უნდა წავიღოთ, რაც პოზიტივი არის და ნეგატიურზე უნდა ვიმუშავოთ ძალიან ბევრი, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ", - განაცხადა შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო ესპანეთმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და დაცვით ბონუს ქულას გამორჩა, რაც შესაძლოა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რადგან როგორც იცით, წლევანდელი და მომდევნო წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)