ლევან მაისაშვილი: "კარგი იქნებოდა თუ ბონუსით მოვიგებდით, მაგრამ რაც დაგეგმილი იყო, გასვლაზე მოგება - მოვიგეთ"

ლევან მაისაშვილი: "კარგი იქნებოდა თუ ბონუსით მოვიგებდით, მაგრამ რაც დაგეგმილი იყო, გასვლაზე მოგება - მოვიგეთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ესპანეთთან მადრიდში რთულად მოგებული (25:19) შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლევან მაისაშვილის თქმით, სასურველი იქნებოდა, თუ მისი გუნდი გამარჯვებას ბონუსით მოახერხებდა, თუმცა ის, რაც დაგეგმილი იყო გასვლაზე მოგება "ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს და გაცილებით ძლიერ გუნდთან შეძლეს, ვიდრე პორტუგალიაა.
 
"თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. თავიდანვე, პირველივე წუთზე შევძელით, რომ ქულა აგვეღო. სამწუხაროდ, მალევე მივიღეთ საპასუხო ლელო, რომელშიც პირდაპირ გეტყვით, რომ არ გაგვიმართლა მანდ, ისე აგვიხტა ბურთი ხელიდან, ეს ხდება, ვერ ვუსაყვედურებ მანდ ბიჭებს. ესპანელები თავიდანვე თამაშში დარჩნენ, მუდმივად თამაშის განმავლობაში, სადაც კი უპირატესობის ვიღებდით უკან გვეწეოდა ჩვენივე შეცდომები. ისევ იგივე პრობლემა რჩება თამაშის მართვით, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯია. ესპანეთი გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე პორტუგალია. ასე რომ, რაც იყო დაგეგმილი გასვლით თამაშში მოგება, მოვიგეთ. კარგი იქნებოდა, თუ ბონუსით მოვიგებდით, შეგვეძლო ერთი ლელოც რომ დაგვედო ბონუსით მოგება, თუმცა როგორი რთული თამაში გამოვიდა ბოლოს მაინც დაინახეთ. 

დისციპლინა, გვაკლია ეს თანმიმდევრულობა. პირველ ტაიმში უფრო გონივრული თამაში იყო დისცპლინის კუთხით, მეორე ტაიმში ბევრი ისეთი ჯარიმა ავიღეთ, რომელიც არ უნდა აგვეღო. არ იყო იმდენი ჯარიმა ასაღები, იმხელა წნეხი, თუმცა ამაზე ყველაფერზე ვმუშაობთ. კიდევ ვიმეორებ ეს პროცესია ყველაფერი, ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდების ემოცია ჭარბობს ბუნებრივია და ესეთი თამაშებიდან იზრდება ეს მოთამაშეც და ემოციაც ნელ-ნელა წყნარდება", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა. 

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო ესპანეთმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და დაცვით ბონუს ქულას გამორჩა, რაც შესაძლოა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რადგან როგორც იცით, წლევანდელი და მომდევნო წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)