პორტუგალია - რუმინეთი 27:28 | მატჩის მიმოხილვა

პორტუგალია - რუმინეთი 27:28 | მატჩის მიმოხილვა

© Luis Cabelo

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრები ლისაბონში რუმინეთს დაუხვდა და ბოლო წუთებზე გაშვებული ორი ლელოთი, ერთქულიანი სხვაობით დამარცხდა.

პორტუგალია პირველ ტაიმში აშკარა უპირატესობას ფლობდა და მიუხედავად იმისა, რომ ორი მორაგბე გაუსინბინეს, მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო და ორივე ძალიან ლამაზი ლელო გაუტანა, რომლებიც დანი არტუნეშის და ჟერონიმო პორტელას ანგარიშზეა. სამუელ მარკეშმა ორივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო რუმინელთაგან სამი ჯარიმა ფლორინ ვლაიკუმ გაიტანა და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 17:9 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა პირველი ლელო დადეს, რომელიც სავინის ანგარიშზეა, თუმცა მალევე საპასუხოდ "მგლებმა" კიდევ ერთი ლამაზი ლელო დადეს, რომელიც რაფაელეს სორტიმ მიითვალა. მარკეშმა გარდასახვა გაიტანა, იქამდე კი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე ანგარიში 27:14 იყო.

საქართველოსთან მატჩის მსგავსად, პორტუგალიას ძალები ბოლოსკენ გამოელია და თითქმის მოგებული მატჩი, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, ბოლო წუთებზე წააგო - ჯერ 74-ე წუთზე ონუტუსგან მიიღო ლელო, ხოლო ბოლო წუთზე სტუმართა აგორებულ მოლს ვერ მოუხერხეს ვერაფერი, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და გადამწყვეტი ზუსტი გარდასახვის შემდეგ, რომელიც მელინტეს ანგარიშზეა, თამაში დასრულდა კიდეც - 27:28.

ამრიგად, რუმინეთის ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ორი ტურის შემდეგ აქტივში 5 ქულა აქვს, ხოლო პორტუგალიამ, რომელმაც პირველ ტურში საქართველოსთან 1 დაცვითი ქულა გაწითლებულ დროში დაკარგა, ამჯერად მხოლოდ 1 ქულას გამორჩა და 3 ქულა 80 წუთის ამოწურვის შემდეგ გაუშვა ხელიდან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)