სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.
"ბორჯღალოსნების" მორკინალმა აღნიშნა, რომ ესპანეთთან მატჩისთვის მზადებამ კარგად ჩაიარა და მატჩის მზად არიან.
"ესპანეთთან მატჩისთვის სავარჯიშო კვირამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. საკმაოდ რთული სავარჯიშო პერიოდი გვქონდა. პორტუგალიასთან გარკვეული შეცდომების გამოსწორება გვინდოდა და ჩემი აზრით, ეს შევძელით. დღესაც კაპიტნის ვარჯიშმა კარგად ჩაიარა. ბიჭები კარგად გრძნობენ თავს და მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის. ესპანეთი საკმაოდ კარგი გუნდია, ხასიათიანი გუნდია, ბოლომდე შემოგვასკდებიან და ბოლომდე დაიხარჯებიან. ეს ჩვენ ვიცით, ამისთვის მზად ვართ და კარგ თამაშს ველოდებით მათთან", - განაცხადა ლაშა ჯაიანმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.