ლევან მაისაშვილი: "ესპანეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოყალიბდა"

ლევან მაისაშვილი: "ესპანეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოყალიბდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა. 

"ბორჯღალოსნების" დამრიგებელმა ესპანეთის ნაკრები კარგად დაახასიათა და განაცხადა, რომ "ლომები" საქართველოსთან ერთად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. 

"ესპანეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა ძლიერი მოწინააღმდეგია, ერთ-ერთი ფავორიტია ჩვენთან ერთად ამ ტურნირზე. ასე რომ, ბუნებრივია, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით ემზადებიან. არცერთი გუნდი არ არის ისეთი, რომელიც ჩვენთან მატჩისთვის განსაკუთრებულად არ ემზადება, ასე რომ, ეს ბუნებრივიც არის. ნაადრევ ფინალზე ძაან ადრეა საუბარი, რადგან მეორე ტურია საერთოდ, არავინ არ იცის როგორ გაიმართება სცენარი შემდეგ ტურებში.

არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ 32-კაცი გვყავს მოსამზადებელი ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის. ასე რომ, როტაცია თამაშიდან თამაშამდე იქნება აუცილებელად, რომ სხვადასხვა მოთამაშეებს მიეცეთ შანსი. სამწუხაროდ, რამდენიმე იძულებითი ცვლილების განხორციელებაც მოგვიწია. ასე რომ, ეს პროცესია, ბუნებრივი პროცესია, სადაც ხდება გუნდის ჩამოყალიბება და დაკვირვება მოთამაშეებზე.

ესპანეთი უდავოდ კარგი გუნდია, სწრაფი ხელდახელ თამაში შეუძლია, ასევე შეუძლიათ შეჯგუფებებში, განსაკუთრებით მოლში პრობლემების შექმნა, შარშან ორი ლელო მივიღეთ მათგან. ჩვენი უპირატესობა მაინც ვფიქრობ, რომ არის ორთაბრძოლები, შეჯგუფებები, დომინანტები უნდა ვიყოთ შეჯგუფებებში. ამის გარდა, გამოცდილება. გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები და გამოცდილი გუნდი გვყავს, სათამაშო კუთხით ვიძახი და არა ასაკით, თორემ იცით რომ ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდი ვართ. ტემპი და ფიზიკურობა მე მგონია, რომ ჩვენ უკეთ შევძლებთ ორი ტაიმის თამაშს და თუკი ჩვენ თვითონ არ მოვიქცევთ წნეხში თავს და სწორად მივყვებით სათამაშო გეგმას, შეგვიძლია, რომ თავს მოვახვიოთ ჩვენი ტაქტიკა და ჩვენი სცენარით წარიმართოს თამაში. ასე რომ, ვთვლი, რომ ეს უპირატესობაა ჩვენი და როგორ გამოვიყენებთ, ეს თამაშზე გამოჩნდება", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)