დიდი 10-ის პირველი ეტაპი დასრულდა: პლეი-ოფში იუნკერები და ლოკომოტივი გავიდნენ

დიდი 10-ის პირველი ეტაპი დასრულდა: პლეი-ოფში იუნკერები და ლოკომოტივი გავიდნენ

© მარიამ გაგნიძე/გოგიტა ბუხაიძე

გუშინ და დღეს დიდი 10-ის "ა" ჯგუფის პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

პარასკევს პატარძეულის "ვეფხვები" შევარდენის სარაგბო ბაზაზე "იუნკერებს" დაუხვდა და 17:34 დამარცხდა. "იუნკერებმა" მეტოქე ხუთჯერ დაალელოვეს, საპასუხოდ კი ორი მიიღეს და ბონუსიც აიღეს. შესაბამისად, გიორგი ზაბახიძის გუნდმა 31 ქულა დააგროვა და "ა" ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. ასევე აღსანიშნავია, რომ "იუნკერები" პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა და ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას. 

"ლოკომოტივი" ავჭალის სტადიონზე "აკადემიას" დაუხვდა, რომელსაც პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა. დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდეს, თავად ორი გაუშვეს და ბონუსით 38:13 იმარჯვეს. იქიდან გამომდინარე, რომ "ხარები" დიდ დიღომში "ლელო სარასენსთან" 22:33 დამარცხდა, "ლოკომოტივმა" სატურნირო ცხრილში რუსთაველებზე გადაუსწრო, მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში სწორედ "რკინიგზელები" ითამაშებენ, ხოლო "აკადემიას" პირველი ადგილის დათმობა მოუწია. 

ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26 მარტს დაიწყება.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)