სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

6 ერის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში ინგლისის ნაკრები "თვიქნემზე" საფრანგეთს დაუხვდა და ბოლო წუთებზე დადებული ლელოს წყალობით 23:20 დაამარცხა.
გუნდებმა ორ-ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, თუმცა ინგლისელებმა ერთი ჯარიმით მეტი შეასრულეს ზუსტად და გამარჯვება სწორედ მათ დარჩათ. ტაიმი 13:17 დასრულდა - პირველივე წუთზე ანგარიში ანტუან დუპონმა გახსნა ეფექტური ლელოთი, ხოლო 31-ე წუთზე დამიან პენომ ფრანგების ძალიან ლამაზი ლელო დაასრულა ლელოთი. მასპინძელთაგან ლელო ენტონი უოტსონმა მიითვალა, რომელიც მატჩი საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, გარდასახვა და კიდევ ორი ჯარიმა კი ოუენ ფარელმა გაიტანა.
მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში ორივე გუნდმა თითო ჯარიმა გაიტანა და მატჩის ბოლო წუთებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი, მეტოქის ლელოდან დაახლოებით ორ-სამ მეტრში რაქიდან მარო იტოჯემ აიტაცა ბურთი და მეტოქის ლელოში დაადო, რომელიც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ენდრიუ ბრეისმა ვიდეორეფერ ჯოი ნევილთან კონსულტაციის შემდეგ ჩათვალა, გარდასახვა კი ფარელმა გაიტანა. ბოლო წუთებზე ფრანგები 22-თან იყვნენ და უტევდნენ, თუმცა ანტუან დუპონს მარტივ სიტუაციაში ბურთი წინ გადაუვარდა და ამით მატჩი დასრულდა - 23:20.
ამრიგად, 6 ერს უელსი 19 ქულით ლიდერობს, საფრანგეთს და ინგლისს კი 10-10 ქულა აქვთ, მაგრამ ფრანგებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ. მომდევნო ტურში, ფრანგები 20 მარტს შინ სწორედ უელსს ეთამაშებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.