სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუქსემბურგული საინვესტიციო კომპანია CVC 6 ერის ორგანიზაციის 14%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგების მიხედვით, მხარეები გრძელვადიან პერსპექტივაში ითანამშრომლებენ, ხოლო ზემოხსენებული კომპანია ხუთი წლის განმავლობაში 6 ერს საერთო ჯამში 365 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის.
კომპანია CVC აქამდე გინეს პრო 14-ის 28%-იან და ინგლისის პრემიერშიპის 27%-იან წილებს ფლობდა, რაშიც პრო 14-ს 120 მილიონი გადაუხადა, ხოლო პრემიერშიპს - 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი.
ლუქსემბურგულ საინვესტიციო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას ისტორიულს უწოდებს 6 ერის აღმასრულებელი დირექტორი ბენ მორელი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს გარიგება რაგბის ახალ ეპოქაში შეიყვანს.
6 ერის ხელმძღვანელობა და მასში შემავალი კავშირები, რა თქმა უნდა ფინანსურად ამ ძალიან მომგებიანი ხელშეკრულების გაფორმებით კმაყოფილნი უნდა იყვნენ, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით, საქართველოზე და რაგბი ევროპის სხვა ქვეყნებზე, რადგან როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა BBC წერს, ამ გარიგებით გამოირიცხა 6 ერში ყოველგვარი დაქვეითება-აღზევების სისტემის შემოღება, რადგან იტალია იმ შვიდი დაინტერესებული მხარიდან ერთ-ერთია, რომელმაც ამ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბენ მორელმა: "6 ერი უაღრესად ძვირფასი ტურნირია და მასში ნებისმიერი ცვლილება ძალზე ფრთხილად უნდა იქნას შესწავლილი. მე მჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მზარდი ერი იყოს რაგბიში ჩართული. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ივლისის და ნოემბრის საერთაშორისო ფანჯრებმა შეიძლება მოგვცეს ადეკვატური და უფრო სწრაფი შესაძლებლობები, რომ ეს განვითარებადი ქვეყნები ჩვენი საქმიანობის გულში აღმოჩნდნენ."
როგორც ჩანს, იტალიის ნაკრების საშინელი სპორტული შედეგების მიუხედავად, უახლოეს წლებში 6 ერი კვლავ უცვლელი ფორმატით განაგრძობს ასპარეზობს და მისი კარი საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ისევ დახურული იქნება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.