სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"ბორჯღალოსნების" რეკორდსმენი კაპიტანი წერს, რომ ისინი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ და მადლობას უხდის იმ გულშემატკივარს, რომლებიც 10 მარტს მის მხარდასაჭერად მივიდნენ გამოფენის ტერიტორიაზე, სადაც განმეორებითი ყრილობა გაიმართა.
"იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას!
10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის!
მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ!
ბრძოლა ეხლა იწყება!", - წერს აბუსერიძე სოციალურ ქსელში.
როგორც იცით, 10 მარტის განმეორებით ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას გეგმავენ. ისინი ლაპარაკობენ ზეწოლის ფაქტზე და ამის შესახებ, "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომელმაც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად 10 მარტს სხვა დელეგატი იყო მისული, რომელმაც ხმა ტყემალაძეს მისცა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.