სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ლაშა ლორთქიფანიძე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო თხუთმეტეულში 10 ცვლილება განახორციელა.
ბექა საღინაძე პორტუგალიასთან მატჩში დაშავდა, ხოლო დანარჩენი ცხრა ცვლილება როტაციიდან გამომდინარე მოხდა. ექვსი ცვლილება შერკინებაში მოხდა, ხოლო ოთხი - უკანა ხაზში. შერკინებიდან სასტარტო თხუთმეტეულში ადგილი შეინარჩუნეს მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა და რვა ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უკანა ხაზში ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ გელა აფრასიძე, მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე.
კვლავ თადარიგშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან მატჩში მოედანზე შესვლა არ მოუწია და სავარაუდოდ, მისი ნაკრებში დებიუტი მადრიდში შედგება. ასევე აღსანიშნავია ძირითადში გია ხარაიშვილის და ირაკლი ცხადაძის გამოჩენა, რომელთაც "ბორჯღალოსნების" რიგებში პირველი კეპი პორტუგალიასთან მატჩის მოიხვეჭეს.
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. დავით ნინიაშვილი (3 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (30კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (73 კეპი, 60 ქულა), 11. დემე თაფლაძე (7 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), 9. გელა აფრასიძე (31 კეპი, 24 ქულა);
შერკინება
1. ბექა გიგაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (80 კეპი, 55 ქულა), 3. გია ხარაიშვილი (1 კეპი), 4. ლაშა ჯაიანი (8 კეპი), 5. დავით გიგაური (8 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), 7. ირაკლი ცხადაძე (1 კეპი), 8. თორნიკე ჯალაღონია (6 კეპი, 5 ქულა);
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე (63 კეპი, 20 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (24 კეპი, 15 ქულა), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (62 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (2 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სანდრო თოდუა (90 კეპი, 65 ქულა).
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.