ლევან მაისაშვილი: "დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა"

ლევან მაისაშვილი: "დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩამდე მცირე კომენტარი გააკეთა. 

როგორც იცით, "ბორჯღალოსნებმა" პირველ ტურში ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხეს, რის შემდეგაც პორტუგალიაში დარჩნენ და ესპანეთთან მადრიდში გასამართი მატჩისთვის მზადება განაგრძეს. ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ თამაშის ხარისხი გასულ მატჩთან შედარებით უკეთესი იქნება.

"დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა და რეაბილიტაცია კარგად გავიარეთ. იყო მცირე ტრავმები. ორი მოთამაშის გარდა, უკვე ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებთ, რომ სრულად შევძლებთ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას", - განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)