სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ირაკლი აბუსერიძემ და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ ისინი სიმართლისთვის ბრძოლას სხვადასხვა მეთოდებით, პირველ რიგში კი სამართლებრივი გზით განაგრძობენ.
მათი თქმით, 10 მარტს ჩატარდა დე ფაქტო არჩევნები, რომელზეც ქვორუმის შევსება ძალადობრივი გზით მოხდა, რადგან კლუბებზე დიდი ზეწოლა იყო, ხოლო "არმიის" შემთხვევაში, წინა დღეს კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა.
ბობა კვიხიძის თქმით, ისინი სიმართლის აღსასრულებლად ბოლომდე იბრძოლებენ და უკან დახევას არ აპირებენ.
"პროტესტი არსებობს ბევრნაირი. ბოიკოტი, ჩემპიონატის დაპაუზება, დაუმორჩილებლობა და ა.შ. იწყება ბრძოლა, ბრძოლა იწყება, ოღონდ წესებით, წესების გარეშე არა, წესებით. ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მივმართავთ ნებისმიერ მეთოდს, რომ ესენი დავაზიანოთ, ყველა მხრიდან დავუწყებთ ჩხვლეტებს ამათ.
რაგბის სამყაროს 80% გამწარებულია, ვერ ეგუებიან გუშინდელ სპექტაკლს, ბრძოლას წესების გარეშე - გუშინ არჩევნების გარდა ყველაფერი იყო. გულის ამრევი არჩევნები იყო, ეს ყველამ დაინახა, ეს ყველაფერი გასცდა საქართველოს და მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ როგორ დაგსვასვეს დე ფაქტო პრეზიდენტი თავზე.
შეტანილი გვაქვს სარჩელი საჯარო რეესტრში, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან ოკუპირებული აქვთ საჯარო რეესტრიც, სამართალი ნაყიდი აქვთ, კანონზე ზემოთ დგანან ადამიანები და აშკარად ამეტებენ თავიანთ უფლებამოსილებას. ზოგიერთი ჩინოვნიკები ისე გათავხედნენ, რომ ბოროტად იყენებენ თავიანთ თანამდებობრივ სარგებელს და ეს ყველაფერი ხომ იწერება არქივებში და მაგას მერე მივხედავთ. ეს ხომ არ იკარგება და ჰაერში არ იკარგება? ეს ისტორიას რჩება და ჩვენ ამას ბოლომდე მივყევით, ჩვენ უკან ერთ ნაბიჯსაც არ დავიხევთ. მაგის იმედი არავის ჰქონდეს, რომ დავიღლებით. პირიქით, ის გუშინ მოთელვა იყო და ახლა იწყება ბრძოლა. ბრძოლა იწყება, ოღონდ წესებით", - განაცხადა საქართველოს ნაკრების და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ.
"ხალხი იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც რაგბი შეიძლება ტელევიზორშიც არ ჰქონდათ ნანახი. ზონდერ ჯგუფი იყო ჩვეულებრივი", - თქვა საქართველსო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.