პალიკო ჯიმშელაძე: "სიმართლე და სამართალი ზღაპრებში დარჩა"

პალიკო ჯიმშელაძე: "სიმართლე და სამართალი ზღაპრებში დარჩა"

ვეტერანმა "ბორჯღალოსნებმა" პალიკო ჯიმშელაძემ და ილია ზედგინიძემ დღეს "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სიმართლის გასატანად ბოლომდე იბრძოლებენ.

მათი თქმით, 10 მარტის განმეორებით ყრილობაზე, რომელიც ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები დე ფაქტოს უწოდებენ, იურიდიული დარღვევები იყო, მათ შორის კლუბებზე ხმების გადანაწილების პროცედურაში და ისინი ამ ყველაფერს გაასაჩივრებენ. 

"დავინახეთ გუშინ რა რაოდენობით ძალოსანი სისტემა იყო მობილიზებული. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მცირე ჯგუფზე, რომელ მცირე ჯგუფსაც ჩვენ მიგვაწერეს. ჯგუფი, რომელიც რაგბს ანგრევს და ამ ჯგუფში შევდივართ ჩვენ, მე ილია და ის ბიჭები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ასევე ის ბიჭები, ვინც საფრანგეთში არიან. ვინც საელჩოში შეიტანა წერილი, და მათი თქმით ისეთი დესტრუქციული ძალა ვართ, რომ ამ მცირე ძალისთვის დასჭირდათ 2000 და მეტი ძალოვანი, დარბაზში შეკრებილი სპეცრაზმი და ა.შ.


მთლიანობაში, დავრწმუნდი, რომ სიმართლე და სამართალი ზღაპრებში დარჩა. სრული უსამართლობა მოხდა. არის იურიდიული მხარე, რომელსაც წამოვიწყებთ. ჩვენგანაც მოხდა დარღვევები, რომელზედაც იმუშავეს იურისტებმა. უკვე შეტანილია სარჩელი დარღვევებზე. იქ არის რამდენიმე პუნქტი, სადაც წესდებიდან იყო გადახვევა, თუნდაც ხმის დათვლაში. ვეცდებით ბოლომდე გავიტანოთ სიმართლე, რისი იმედიც ძალიან ცოტა გვაქვს, რადგან ყველაფერი მათ ხელშია. არის ასევე სპორტული მხარე და კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მთლიანად რაგბის საზოგადოებამ უნდა გაიგოს მომხდარის შესახებ.

რაც შეეხება 7 თვის ბავშვის ამბავს - ვნახე ბატონი სოსო ტყემალაძის გამოსვლა, სადაც მან ვიდეო გაავრცელა. აქ არის 31 დეკემბრის გადარიცხვის ქვითარი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ქედას ერთ-ერთ წარმომადგენელზე. მასზე იყო ზეწოლა. რომელიც არ უნდა მოსულიყო 31-ში, რომ ქვორუმი არ შემდგარიყო და გუშინ ტყემალაძეს ქონდა ეს ვიდეო და სათავისოდ ატრიალებდა. ძალა მათ ხელშია და შეუძლიათ აღნიშნულ ამბავს ბევრი რამე მიაწერონ. გადარიცხვა კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ 7 თვის ბავშვს ესაჭიროებოდა გულის ოპერაცია, დაფინანსება კი იყო გაჩერებული და ჩვენ 31-შივე შევაგროვეთ 5300 ლარი, რომელიც გადავურიცხეთ მას. შეიძლება ეს ქრთამს მიაწერონ მაგრამ სიმართლე ხომ იციან რაც არის", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მგეზავმა პალიკო ჯიმშელაძემ.

როგორც იცით, გუშინდელ განმეორებით ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. 

ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას გეგმავენ. ისინი ლაპარაკობენ ზეწოლის ფაქტზე და ამის შესახებ, "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომელმაც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად გუშინ სხვა დელეგატი იყო მისული. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"