ბობა კვინიხიძე: "ლოკომოტივი მხარს კვლავ ირაკლი აბუსერიძეს უჭერს"

ბობა კვინიხიძე: "ლოკომოტივი მხარს კვლავ ირაკლი აბუსერიძეს უჭერს"

დღეს დილით, სანამ რაგბის კავშირის განმეორებითი საარჩევნო ყრილობა დაიწყებოდა, თემურ ბენდიაშვილის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის იოსებ ტყემალაძეს უჭერდა მხარს, ისევე როგორც "ლოკომოტივი". როგორც ცნობილია, "ლოკომოტივი" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე კლუბი იყო ირაკლი აბუსერიძის და ამ განცხადებამ რაგბის გულშემატკივარში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

აღნიშნულის შესახებ, რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებმა "ლოკომოტივის" წარმომადგენელს ბობა კვინიხიძეს ჰკითხეს, რაც მან უარყო და განაცხადა, რომ ცალკეული ერთეული ადამიანების შეხედულების მიუხედავად, "ლოკომოტივი" კვლავ აბუსერიძეს უჭერს მხარს.  

"ტყუილია! "ლოკომოტივის" კლუბი არანაირად არ უჭერს მხარს სოსო ტყემალაძეს. "ლოკომოტივის" დელეგატები, ხმის მიმცემები მე და გოგა ასათიანი ვართ და მთელი კლუბი, მოთამაშეებიან-მწვრთნელებიანად აქ არის. ერთეულ ადამიანებს შეიძლება თავისი აზრი აქვთ და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს. თანაფარდობა რომ ვთქვა, 90%-10%-ზე შეიძლება იყოს. ვიღაცას შეიძლება თავის აზრი ჰქონდეს და პატივს ვცემთ ამ აზრს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მგეზავმა. 

არსებული ინფორმაციით, ტყემალაძეს 25 დელეგატმა 42 ხმით დაუჭირა მხარი და მათ შორის "ლოკომოტივი" არ ყოფილა. 
 

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)