სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"მთელი ვერტიკალი იყო ჩვენს წინააღმდეგ ჩართული. 2000 პოლიციელი მოიყვანეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაესვათ პრეზიდენტის სკამზე.
აქ დიდი ხნის განმავლობაში არ ვცხოვრობდი. 15 წელი ვიყავი საფრანგეთში და ტელევიზიით ვადევნებდი თვალ-ყურს რაც საქართველოში ხდებოდა და ვფიქრობდი, რომ ალბათ გაბერილია ეს ყველაფერი და ძაან პოლიტიკური თამაშებია, მაგრამ დამიჯერეთ ხალხო, რეალობაა ეს ყველაფერი და ჩვენ შევეჯახეთ ამას. რეალობაა რასაც ლაპარაკობენ, ძაან ცუდ დღეშია საქართველო, ავადაა და მკურნალობა სჭირდება", - ამის შესახებ ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" სიმონ მაისურაძემ "ტელეკომპანია რუსთავი 2-თან" საუბარში განაცხადა.
როგორც იცით, დღევანდელ განმეორებით ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას გეგმავენ. ისინი ლაპარაკობენ ზეწოლის ფაქტზე და ამის შესახებ, "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად დღეს უკვე სხვა დელეგატი იყო მისული.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.