ბათუ კევლიშვილი: "უნდა დაიოკონ ახალგაზრდებმა ნერვები, თუ უნდათ რაგბის ხვალინდელი დღე"

ბათუ კევლიშვილი: "უნდა დაიოკონ ახალგაზრდებმა ნერვები, თუ უნდათ რაგბის ხვალინდელი დღე"

რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს გამგეობის წევრებმა. 

როგორც იცით, ყრილობაზე პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს და ამ გადაწყვეტილებით გამგეობის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ.

"უნდა დაიოკონ ახალგაზრდებმა ნერვები, თუ უნდათ რაგბის ხვალინდელი დღე. არავინ არ მისცემს უფლებას რაგბის დანგრევისას არც აქეთ მხარეს, არც იქით მხარეს. არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აბსოლუტურად პასუხისმგებლები არიან, რაც წინაპრებისგან ჩაიბარეს, რომ უკეთესი იყოს ხვალინდელი დღე", - განუცხადა "ტელეკომპანია რუსთავი 2"-ს "ლელო სარასენსის" პრეზიდენტმა ბათუ კევლიშვილმა.

"მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ რაგბის სიყვარული ყველაფერს აჯობებს, ითანამშრომლებენ ეს ბიჭებიც და იქნება ყველაფერი კარგად, დარწმუნებული ვარ, შეიძლება რაღაც პერიოდი დასჭირდეს, ქართველები მაინც ემოციური ხალხი ვართ," - აცხადებს გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანი. 

როგორც ცნობილია, ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას გეგმავენ. ისინი ლაპარაკობენ ზეწოლის ფაქტზე და ამის შესახებ, "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად დღეს უკვე სხვა დელეგატი იყო მისული. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)