იოსებ ტყემალაძემ რაგბის კავშირის გამგეობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

იოსებ ტყემალაძემ რაგბის კავშირის გამგეობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე არჩეულმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ რაგბის კავშირის ახალი გამგეობის შემადგენლობა დაასახელა. 

"ეს გამგეობა იმუშავებს დაახლოებით ორი თვე, სანამ ის კლუბების მიერ წარდგენილი კანდიდატებით არ დაკომპლექტებდა, რაზეც წინა დღეებში ვისაუბრე. გამგეობაში ორი ქალბატონია, რომლებიც სიმშვიდეს შემოიტანენ. ასევე არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რათა გამგეობა იყოს მრავალფეროვანი", - განაცხადა ტყემალაძემ.

გამგეობის წევრებად წარდგენილი არიან: ალექსანდრე ხვედელიძე, ზურაბ ზოიძე, გოჩა მაჭავარიანი, ალექსანდრე გრიგალავა, გივი ჭიჭინაძე, გიორგი კობახიძე, მერაბ ანთაძე, გელა ქობულაძე, გიორგი კახიანი, ილია ზედგინიძე, აკაკი დავითულიანი, გაიოზ მონიავა, ია ხურცილავა, ნატალია კურტანიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)