სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ჩანიშნული რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობის დაწყებამდე, კომენტარი გააკეთა 30 დეკემბერს პრეზიდენტად არჩეულმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც შემდგომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტირა.
"რა გითხრათ, რაგბში ადამიანს ასე რომ უნდა მოსვლა სამარცხვინოა, ეგ უკვე ღირსებას ცდება. სამარცხვინო ის არის, რომ რომელი გუნდიდანაც წარდგენილია პირდაპირ გეტყვით "ა" ლიგის ბავშვები მოიყვანეს, ამაზრზენია მეტი გითხრათ. ამ მოცემულობით მაგი ვერც მომავალში გააგრძელებს, მაგის პირობას მე ვაძლევ, რადგან რაგბში ასეთი რაღაც არ მომხდარა, ამიტომ ეს არის ამორალური.
ჩვენ იმას გავაკეთებთ, რომ იმ ხმებს, ვინ გადაიბირეს ძალადობით, ვისაც ძალით გააფორმებინეს მინდობილობა, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვისაც პირობითის გაცოცხლებით ემუქრებოდნენ, იმ ხალხს დავიცავთ და მაგის მიმართ გვექნება ზუსტად პროტესტი. ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატოს და დააფიქსიროს თავისი აზრი, თუ რა არის რაგბისთვის უკეთესი. და არა იმით, რომ მძღოლებს და დაცვებს ჰქონდეთ მინდობილობები. სამარცხვინოა, რა გითხრათ.
როგორ შეიძლება, რომ რაგბის გულშემატკივარი, ვეტერანი ბორჯღალოსნები ამას შეეგუონ? ჩვენ მშვიდობის მომხრეები ვართ, ჩვენ მხოლოდ დავიცავთ იმ ხმებს, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით გადაიბირეს. ბრძოლას გავაგრძელებთ, ასე არაფერი არ ჩაწყნარდება. ძალადობით ვერ მოვლენ და რაგბს ვერ დაამონებენ", - განაცხადა აბუსერიძემ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.