სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა მორაგბე ილია ზედგინიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ილიასთვის მიუღებელია ის ზეწოლის ფაქტები, რაც გარე ძალების ჩარევით ხდება და სურვილი აქვს, რომ ყველაფერი მშვიდად, მორაგბეების გადაწყვეტილებით გადაწყდეს. ამიტომაც, ის გამგეობას მოუწოდებს, რომ ყრილობის დღის წესრიგი შეცვალონ და ხვალ არჩევნების ნაცვლად, მხარეებს შორის პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებული დიალოგი შედგეს.
"ძალიან ცუდი სიტუაციაა, უდიდესი პრობლემების წინაშეა ქართული რაგბი, საერთოდ ქართული საზოგადოება როგორც აღმოჩნდა. ამ პრობლემების გადაჭრა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ხდება რაგბის ოჯახში ჩვენ ხელგვეწიფება, შეგვიძლია, მაგრამ ხელი გვეშლება. არ ხდება ის, რომ რაგბის ოჯახი დაჯდეს, თუნდაც ესე ერთი მაგიდის გარშემო, განიხილოს ეს პრობლემები და რეალურად გადაწყვეტის გზებზე ვიმსჯელოთ, არის ზეწოლა, ეს ზეწოლა კი იწვევს პროტესტს თითოეულ ჩვენგანში. როგორ შეიძლება ამ ზეწოლის ფონზე? უბრალოდ ჩიხისკენ მიდის სიტუაცია.
რა არის ერთადერთი შესაძლებლობა? მე მომხრე ვარ, რომ ყრილობა ჩატარდეს. მოვუწოდებ გამგეობას, რომ შეცვალოდ უბრალოდ ყრილობის განხილვის თემა. არ იყოს ხვალ არჩევნები, მოდით ხვალ იყოს მთელი რაგბის სამყაროს შეკრება და განხილვა ამ პრობლემების. რეალურად დავდოთ მაგიდაზე, თუ რა არის პრობლემები, როგორ შეიძლება გადავჭრათ, გავავლოთ რაღაცა ზღვარი, რომელი ზღვარის იქითაც უნდა მოეკვეთოს ეს ხალხი უბრალოდ რაგბის. არ შეიძლება, ვერ განვითარდება, წინ ვერ წავა რაგბი ასეთ მდგომარეობაში და ასეთ დამღუპველ, ზეწოლის პირობებში.
მე კიდევ მჯერა იმის, რომ არსებობს საღი აზრი, არის გონიერება და შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც გამოიწვევს დეესკალაციას, ტემპერატურის დაბლა დაწევას და სირთულეებიდან, ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას. მე ამის იმედი კიდევ მაქვს და არ გადამწურვია ჯერ", - განაცხადა ილია ზედგინიძემ, რომელსაც "ბორჯღალოსნების" რიგებში 1998-2011 წლებში 65 კეპი აქვს მოხვეჭილი და მის ანგარიშზე 15 გატანილი ლელოა. ზედგინიძეს ნაკრებისთვის 37-ჯერ უკაპიტნია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჩამორჩება, რომელსაც "ბორჯღალოსნები" მოედანზე 39-ჯერ გაუყვანია. ილიას 2003, 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე უთამაშია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.