სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტორი საჯაროდ დაადასტურეს - სარაგბო კლუბ "არმიას" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაიბარეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ირაკლი აბუსერიძის მომხრეა და ხმის მიცემას იოსებ ტყემალაძისთვის არ აპირებს.
"აქამდე ვიკავებდი ვეტერან საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპორტულ კლუბ "არმიის" პრეზიდენტის თანამდებობას. დღევანდელი, ცხელ-ცხელი ფაქტია და ალბათ, თქვენ უფრო მიაქცევთ ყურადღებას, ხვალ როგორ იქნება მე ზუსტად არ ვიცი, ვინაიდან და რადგანაც გადავამოწმე და რეესტრში ჯერ ისევ ჩემი სახელი და გვარია დაფიქსირებული.
მოგეხსენებათ, მე დელეგატი გახლავარ და ამ ჩემს ხმას დავიცავ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ხმებს, არანაირ დესტრუქციულობაზე არაა ლაპარაკი, ყოველთვის აპოლიტიკურები ვიყავით და ვიქნებით, მაგრამ ჩვენს დიდ ოჯახს ასე ჩირქს ვერავინ მოცხებს, მაგას გპირდებით.
მინდა მივმართო ბატონ სოსო ტყემალაძეს. ბრძანეთ, რომ ყველა კლუბს შეხვდით, მაგრამ ჩემთან არავინ არ მოსულა და ხალხი მართლა ბრძენია და მიხვდება ყველაფერს. მინდობილობის დაწერაზე მოთხოვნას მე ვერც გამიბედავდნენ, რადგან არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეგობრებისგან რაღაცა მომთხოვონ. მომთხოვეს თანამდებობის, კლუბის პრეზიდენტის პოსტის დატოვება. მეტი ზეწოლა რა გნებავთ. 1992 წლიდან ამ კლუბში ვარ, მემგონი ცუდი მენეჯერი არ ვყოფილვარ და ყველაფერი გვაქვს გამოვლილი. თანამდებობის დატოვებაზე კი არაა პრობლემა, მაგრამ ასე არჩევნებამდე ერთი დღით ადრე?
ვაფიქსირებ და ალბათ ვიყვირებ, რომ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვარ და ყოველთვის დავიცავ არამარტო ირაკლი სულთანიშვილის ხმას, არამედ ჩვენი ყველასი, რადგანაც ერთი ოჯახი ვართ. მართლაც ბრძენია ხალხი და მიხვდება ყველაფერს, თუ ვინ დგევართ აქეთ ჩვენ და საიდან მოვდივართ. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვემსახურები მას, მაგრამ ვერავის ვერ ვაჩუქებთ და ვერაფერის დავუთმებთ ასე ხმებს. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენს გარეშე რაგბის მართვა და განვითარება? ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ბოდიშს გიხდით, რომ ცოტა აღელვებული ვარ", - განაცხადა "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტის განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საჭიროა 38 ხმა. რაგბის კლუბ "არმიას" 2 ხმა აქვს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.