სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საფრანგეთში მოღვაწე ლეგენდარული "ბორჯღალოსნები" ირაკლი აბუსერიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ქართული რაგბის გულშემატკივრისადმი მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ჩვენ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბორჯღალოსნები, ვეხმაურებით ირაკლი აბუსერიძეს განცხადებას და გულწრფელად ვწუხვართ, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ შენს გვერდით ყოფნას აბუ! მაგრამ იმედი გვაქვს ქართველი მორაგბეების და მათი ხელმძღვანელების ასევე იმედი გვაქვს ქართველი გულშემატკივრის, რომლებსაც ახლა ერთხმად მივმართავთ:
ჩვენ არასდროს დაგვკლებია თქვენი გვერდში დგომა, გამხნევება და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით, რომ საპასუხოდ წარმატება მოგვეტანა. გამარჯვება მოგვეტანა! განურჩევლად იმისა გვცნობთ თუ არა სახეზე, იცით თუ არა რა გაგვიკეთებია ქართული რაგბისთვის, იცოდეთ, რომ ჩვენ არასდროს დაგვიღალატებიხართ! ახლა ჩვენ გთხოვთ - ნუ დააღალატებთ ქართულ რაგბს!
მიდით ოთხშაბათს, 10 მარტს 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროს ჩვენი პოზიცია გადამწყვეტ შერკინებაში!"
ცნობისთვის, სხვადასხვა თაობის ვეტერანი, ლეგენდარული "ბორჯღალოსნები", რომლებიც საფრანგეთში ერთმანეთისგან ასეული კილომეტრით დაშორებულ ქალაქებში ცხოვრობენ, ერთად შეიკრიბნენ, ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადეს და ვრცელი ვიდეომიმართვაც ჩაწერეს, რომელიც ირაკლი აბუსერიძის ფეისბუქ გვერდზე დაიდო და აქვე გთავაზობთ.
ასევე ცნობილია, რომ სამშაბათს საფრანგეთში მყოფი ვეტერან მორაგბეთა ერთი ნაწილი პარიზში საელჩოს ეწვევა და ელჩს წერილს გადასცემს, ხოლო მეორე ნაწილი, დაახლოებით 70-მდე მორაგბე ნიცაში შეიკრიბება და იქიდან გამოხატავენ აბუსერიძისადმი მხარდაჭერას.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.