სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© მედიაცენტრი მთავარი
ქართულ რაგბიში დაძაბულობა, რომელიც ერთ წელზე მეტია არსებობს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრდა, შეიძლება ითქვას, რომ პიკს უახლოვდება. 10 მარტს რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობაა ჩანიშნული, რომელსაც ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები დე ფაქტო არჩევნებს უწოდებენ, რადგან ისინი პრეზიდენტად 30 დეკემბერს არჩეულ ირაკლი აბუსერიძეს აღიარებენ, რომელიც საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა და აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აბუსერიძის მომხრეები საუბრობენ ზეწოლაზე, რომელიც მუნიციპალურ კლუბებზე ხდება და რამდენიმე კონკრეტულ მაგალითსაც ასახელებენ, ხოლო 24 თებერვლის ყრილობაზე ამის შესახებ თავად "წიქარას" წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რაზეც შემდეგ დღეებში არაერთი განცხადება და წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კლუბის პრეზიდენტს თენგიზ გოცირიძეს საავადმყოფოში ნოდარ ლიპარტელიანი ეწვია და მინდობილობა იძულებით, კლუბის ნების საწინააღმდეგოდ დააწერინა. ასახელებენ "ხვამლის" მაგალითსაც, რომლის ხელმძღვანელობა და მორაგბეები აბუსერიძისკენ არიან და 30 დეკემბერს მხარი სწორედ მას დაუჭირეს, თუმცა 24 თებერვალს კლუბის დირექტორის მინდობილობა მერიის თანამშრომელს ჰქონდა და ასევე ამბობენ, რომ ტყემალაძის გარემოცვის წევრს ჰქონდა 3 აჭარული კლუბის მინდობილობა.
თავად ტყემალაძემ ზეწოლის ფაქტები ადრევე უარყო, ხოლო ბოლო კომენტარებში ამის შესახებ აღარ უსაუბრია. მას მოლოდინი აქვს, რომ ოთხშაბათს ქვორუმი შედგება და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდება. ის მოუწოდებს მის ოპონენტებს, რომ ქვორუმის შედგების შემთხვევაში, აღიარონ მისი გამარჯვება და მასთან ითანამშრომლონ.
დღეს "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენცია გამართეს ვეტერანმა "ბორჯღალოსნებმა" სიმონ მაისურაძემ და ვიქტორ დიდებულიძემ. მაისურაძის თქმით, ისინი წინასწარ არაფერს გეგმავენ, თუმცა აგრესიას აგრესიით უპასუხებენ, ხოლო წნეხს წნეხით და გაჩერებას არ აპირებენ.
"არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია შეძლებენ თუ არა ქვორუმის შეკრებას, რადგან ძალიან ბევრი გუნდი გადატეხეს წელში წნეხით და მუქარით, როგორც ვამბობდით და ასე სავარაუდოდ შეაგროვებენ, მაგრამ რად უნდათ ასე მოსვლა ვერ ვხვდებით. ვერ იმუშავებენ, არ დავაცდით მუშაობას, რადგან მუქარას, წნეხს და აგრესიას, ანალოგიურად ვუპასუხებთ და გამჩერებლები არ ვართ. ვინც არ უნდა იყოს ტყემალაძე, ამას არ ვაპატიებთ, რომ ასე მუქარით და აგრესიით მოდის, ჩვენი გუნდები ყველა დაშინებულები არიან. "წიქარა" კი დავიბრუნეთ, მაგრამ ახლა "ხვამლი" წაგვართვეს. პირდაპირ მერიის წარმომადგენელი მიდის ხმის მისაცემად. ასევე პირდაპირ არ ვიტყვი ვიზე ვლაპარაკობ, რადგან გვთხოვა, მაგრამ გეტყვით, რომ დასავლეთში პატარა ზღვისპირა ქალაქია, რომელსაც 1 ხმა აქვს და შვილის ოპერაცია არ დაუფინანსეს და მერე ჩვენ დავაფინანსეთ ეს ოპერაცია. გული ოპერაცია არ დაუფინანსეს შვილს, შვიდი თვის ბავშვს. ძალიან უსიამოვნო რაღაცეებია, არ გვსიამოვნებს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უკვე ზღვარს გადაცდა ეს ყველაფერი და ჩვენც არ შეგვიძლია გავჩერდეთ.
10-ში არის დე ფაქტო არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით. შევიკრიბებით 10-ში და შევეცდებით ყველანაირად ხელი შევუშალოთ, გავაპროტესტოთ, რომ ეს არჩევნები არ შედგეს. წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ აგრესიას აგრესიით ვუპასუხებთ, ხოლო წნეხს - წნეხით. გარდა ამისა, ხვალ საფრანგეთში შეიკრიბებიან ლეგენდარული "ბორჯღალოსნები" - დავით ზირაქაშვილი, გოდერძი შველიძე, ვიტო კოლელიშვილი, შალვა სუთიაშვილი და სხვები, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ისინი დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას პარიზში, საფრანგეთის საელჩოსთან. ნიცაში შეიკრიბებიან ბოლღაშვილი, მათიაშვილი, გიგაური და 70-მდე ქართველი მორაგბე და იქაც დააფიქსირებენ პოზიციას. ეს მასშტაბური ამბავია, რომელშიც ჩართულია მთელი სარაგბო სამყარო და არამარტო. აქ დათმობა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი რაღაც დავთმეთ და ბევრ რამეზე უარი ვთქვით, არ ვაპირებთ დათმობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ტყემალაძის გარემოცვა არის, ვინმე დარბაიძე, რომელზეც გადაფორმებულია 3 გუნდის ხმა. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც რაგბთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არანაირი კავშირი არ აქვს, მიდის და არჩევნებზე 3 გუნდის მაგივრად ხმას აძლევს. ეს ამარზრზენია, გულისამრევია რაც ხდება და სირცხვილია რაც ხდება", - განაცხადა სიმონ მაისურაძემ, რომელსაც 2008-2015 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 33-ჯერ უასპარეზია და 2015 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.
იხილეთ სრულად დღევანდელი პრესკონფერენცია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.