სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუმინეთის ნაკრების უკანახაზელი ფლორინ ვლაიკუ მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდა.
საქმე იმაშია, რომ 34 წლის მორაგბემ, რომელსაც თამაში მგეზავის, შუამარბის და ფულბექის პოზიციებზე შეუძლია, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, რუსეთთან გასვლაზე წაგებულ (13:18) მატჩში 8 ქულის გატანა მოახერხა, რითაც სანაკრებო კარიერაში 1000 ქულა დააგროვა და საერთაშორისო რაგბის ისტორიაში მეშვიდე მორაგბე გახდა, რომელმაც 1000-ქულიან ნიშნულს მიაღწია.
მხოლოდ ექვსი მორაგბეა ისეთი, რომელთაც სანაკრებო რაგბიში ვლაიკუზე მეტი ქულა აქვთ გატანილი. ესენი არიან: დიეგო დომინგესი (იტალია | 1991-2003 | არგენტინა 1989 - 1010 ქულა), ოუენ ფარელი (ინგლისი და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები | 2012-დღემდე - 1031 ქულა), რონან ო'გარა (ირლანდია | 2010-2013 - 1083 ქულა), ნილ ჯენკინსი (უელსი და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები | 1990-2003 - 1090 ქულა), ჯონი ვილკინსონი (ინგლისი და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები | 1998-2011 - 1246 ქულა) და დენ კარტერი (ახალი ზელანდია | 2003-2015 - 1598 ქულა).
აღსანიშნავია, რომ ვლაიკუ პირველი მორაგბეა მეორე დონის ქვეყნებიდან, რომელმაც 1000 ქულის გატანა მოახერხა და ამ მხრივაც ისტორიაში შევიდა. გარდა ამისა, ვლაიკუს 125 კეპი აქვს მოხვეჭილი, რაც საერთაშორისო რაგბიში მე-12 მაჩვენებელია, ხოლო მეორე დონის ქვეყნებში, ამ მხრივაც გამორჩეულია და ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც ეროვნული ნაკრების კვართი 125-ჯერ მოირგო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.