სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" ლისაბონში პორტუგალიის ნაკრები ბრძოლაში 29:16 დაამარცხეს და რთული მატჩის მიუხედავად, ბონუს ქულის აღებაც მოახერხეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
"საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა. კარში იმიტომ არ ვარტყამდით, რომ მეტოქეს ძალისმიერ თამაშში, მოლში ვჯაბნიდით და ძირითად შემთხვევებში ამან შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, გვსურდა რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს მოვახერხეთ", - ციტირებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი შარიქაძის სიტყვებს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 მარტს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.