რთული მატჩის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ბონუსით დაამარცხა

რთული მატჩის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ბონუსით დაამარცხა

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრები ლისაბონში საქართველოს დაუხვდა და 16:29 დამარცხდა. 

პორტუგალიამ პირველი ტაიმი 13:10 მოიგო. სამუელ მარკეშმა მეორე ნახევრის დებიუტში კიდევ ერთი ჯარიმაც გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ სათამაშო ინიციატივა მთლიანად საქართველოს ნაკრებმა გადაიბარა, წნეხი ნელ-ნელა გაზარდა და მოწინააღმდეგე ბოლო 15 წუთში მაინც გატეხა. 

პორტუგალიიდან ერთადერთი ლელო როდრიგო მარტამ დადო, გარდასახვა და სამი ჯარიმა კი სამუელ მარკეშმა გაიტანა, რომელმაც კიდევ 4 ჯარიმა ააცილა. საქართველოს ნაკრებმა 5 ლელო გაიტანა და შესაბამისად, ბონუს ქულა აიღო. ლელოები მირიან მოდებაძემ, ჯაბა ბრეგვაძემ, გიორგი მელიქიძემ, შალვა მამუკაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ დადეს. ორი გარდასახვა სოსო მათიაშვილმა გაიტანა. 

"ბორჯღალოსნებმა" ბოლო ლელო გაწითლებულ დროში დადეს, რითაც პორტუგალიამ ნუგეშის ქულა დაკარგა. საქართველომ კი 2021 წლის რაგბი ევროპა და შესაბამისად, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი, რთული მატჩის მიუხედავად, ხუთი ქულით დაიწყო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)