სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გოგიტა ბუხაიძე
დიდი 10-ის გამოტოვებულ მატჩში ავჭალის სტადიონზე ერთმანეთს "იუნკერები" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამ თამაშში დაფიქსირებულ შედეგს დიდწილად უნდა განესაზღვრა, თუ რომელი გუნდი გავიდოდა პლეი-ოფში.
საბოლოო ჯამში, "იუნკერებმა" უკეთ ითამაშეს და სრულიად დამსახურებულად 19:3 იმარჯვეს. მატჩის ერთადერთი ლელო მე-20 წუთზე დევი დევსურაშვილმა დადო, როდესაც 5-მეტრიანთან ჩაქცეული მოლის შემდეგ "იუნკერებმა" ჯარიმის უპირატესობა მიიღეს, ბურთი ფრთაზე გაშალეს და ლელოც დადო, რომელიც რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა. გარდა ამისა, რამაზმა ოთხი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ჯამში თავის გუნდს 14 ქულა შესძინა. "ლოკომოტივიდან" ერთადერთი ჯარიმა ბექა წიკლაურმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მორაგბე კი "იუნკერების" რვა ნომერი გიორგი კურტანიძე გახდა.
ამრიგად, "იუნკერებმა" 26 ქულა დააგროვა და იმ შემთხვევაში თუ ბოლო ტურში აუტსაიდერ "ვეფხვებს" მოუგებს, პლეი-ოფში აუცილებლად გავა, ხოლო "ლოკომოტივს" 23 ქულა გავა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა მოწინავეთა ჯგუფში, თუ თავად "აკადემიას" მოუგებს, ხოლო "ხარები" ან "იუნკერები" წააგებენ. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.