პორტუგალიასთან წინასამატჩო კომენტარები | თორნიკე ჯალაღონია და ირაკლი ცხადაძე

პორტუგალიასთან წინასამატჩო კომენტარები | თორნიკე ჯალაღონია და ირაკლი ცხადაძე

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა თორნიკე ჯალაღონიამ და ირაკლი ცხადაძემ პორტუგალიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს.

თორნიკე ჯალაღონია: "პორტუგალიასთან თამაშისთვის ვემზადებით 100%-ით, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ამისთვის პირობები ხელს გვიწყობს, კარგი მოედანი და კარგი ბაზაა. პორტუგალიასთან ჩემთვის პირველი თამაშია და როგორც ყველა თამაში, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია."

ირაკლი ცხადაძე: "ვემზადებით სრული დატვირთვით პორტუგალიასთან მატჩისთვის და ყველას გვსურს, რომ წინა თამაშზე რა შეცდომებიც დავუშვით, ყველაფერი გამოვასწოროთ, ვაჩვენოთ კარგი თამაში და რა თქმა უნდა დავასრულოთ გამარჯვებით. ჩემს დებიუტს რაც შეეხება, ძალიან ბედნიერი ვარ, დიდხანს ველოდი ამ მომენტს და შევეცდები, რომ თავი არ დავზოგო."

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო ლისაბონში პორტუგალიას ეთამაშება, დღეს 19 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)