მერაბ შარიქაძე: "პორტუგალია ჩვენს დივიზიონში ბევრად უკეთესი გუნდი დაბრუნდა, ვიდრე ადრე იყო"

მერაბ შარიქაძე: "პორტუგალია ჩვენს დივიზიონში ბევრად უკეთესი გუნდი დაბრუნდა, ვიდრე ადრე იყო"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, პორტუგალიასთან გასამართი მატჩის წინა დღეს, კომენტარი გააკეთა. 

შარიქაძის აზრით, პორტუგალია რაგბი ევროპის უმაღლეს დივიზიონში ბევრად უკეთესი გუნდი დაბრუნდა, ვიდრე ადრე იყო. მისი თქმით, ლისაბონში გასამართი შეხვედრა "ბორჯღალოსნებისთვის" ყველა ვარიანტში მოსაგებია და მზად არიან, რომ შარშანდელის მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან, როდესაც პორტუგალიამ 24 ქულის გატანა მოახერხა. 

"პორტუგალია რაც დაბრუნდა ჩვენს დივიზიონში, დაბრუნდა ბევრად უკეთესი გუნდი, ვიდრე იყო. ცდილობენ, რომ სწრაფად ითამაშონ, როგორც ლევანმა თქვა ცდილობენ, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეთ და პრინციპში თამაში მაგაზე აქვთ აგებული. ცდილობენ, რომ შეცდომები დააშვებინონ მოწინააღმდეგეს და ეს შეცდომები მერე გამოიყენონ, რაც წინა წელს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ და წელს იმედი გვაქვს ჩვენ და ვართ მაგისთვის მზად, რომ ეგეთი შეცდომები აღარ დავუშვათ და ასეთი მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ, როგორც წინა წელს ვაჩუქეთ. ყველა თამაშის წინ უმაღლესი განწყობაა და პასუხისმგებლობა ყოველთვის დიდია, თუმცა გრძელ სურათს და ფართოთ თუ შევხედავთ ამ საკითხს, ვიცით, რომ ეს თამაში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციოს ერთ-ერთი თამაში არის, თუმცა ახლა სიმართლე ვთქვა, მაგაზე დიდი ფოკუზირება არ ყოფილა, რადგან ისედაც და ასედაც ეს თამაში ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო ლისაბონში პორტუგალიას ეთამაშება, კვირას 19 საათზე დაიწყება. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)