სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, პორტუგალიასთან მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
როგორც მოგეხსენებათ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. აქედან გამომდინარე, მაისაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს ბალანსი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის.
"განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია", - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
ლევან მაისაშვილმა რუსეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო თხუთმეტეულში 10 ცვლილება განახორციელა, რაზეც განაცხადა: "გუნდში სამი დებიუტანტი გვყავს, რომლებიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ვცდილობთ გამოვცადოთ ახალი მოთამაშეები და ამავდროულად, არ დავარღვიოთ ბალანსი. ძირითად შემადგენლობაში არიან გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. გოგიჩაშვილი რუსეთთან თამაშისთვის კლუბმა არ გამოუშვა და ახლა ჩვენთანაა, მელიქიძემ კი ყველა თამაშში დაამტკიცა, რომ დასაყრდენი ძალაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა.
პრობლემა გვაქვს მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. მიხეილ ნარიაშვილს მუხლი აწუხებს და ბექა გიგაშვილს პოზიცია შევუცვალეთ, რაც მისთვის უცხო არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა სიძლიერე შეგვმატონ და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა გვაქვს.
დიდი ხანია მგეზავად არ გვინახავს ლაშა ხმალაძე, 9 ნომრად კი შანსს გელა აფრასიძე მიიღებს, რომელსაც ძირითადად შეცვლაზე უწევს ხოლმე შესვლა. ეს ტაქტიკური ცვლილებაა და გარდა ამისა, ამ ბიჭებმა, ასევე მიხეილ ალანიამ, რომელიც მარქაფაშია, შანსი დაიმსახურეს.
ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება სანდრო თოდუა, რომელმაც რეაბილიტაცია გაიარა. ასევე დაგვიბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც მერაბ შარიქაძესთან კარგადაა შეთამაშებული და დარწმუნებული ვარ, ის დიდ ენერგიას შეგვმატებს."
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.