სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Profimedia
უკანასკნელ დღეებში არაერთმა ვეტერანმა მორაგბემ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ქართულ რაგბიში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად 111-მა ვეტერანმა მორაგბემ მოაწერა ხელი, აბუსერიძის მხარეს მცირე ჯგუფი უწოდა და რაგბში დესტაბილიზაციის შემოტანაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი, აბუსერიძის მომხრეებმა გაცილებით ვრცელი 400-კაციანი ხელმოწერა გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ტყემალაძის მომხრეები საკუთარი მცირე ჯგუფის, მრავალრიცხოვნად გამოყვანას ცდილობენ საზოგადოებისთვის და სურთ, რომ გულშემატკივარი შეცდომაში შეიყვანონ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებში 1997-2009 წლებში ასპარეზობდა და 41 მატჩში 5 ლელოს გატანა მოახერხა. რატიმ 2007 წლის მსოფლიო თასზე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერთა ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რომ კარგი მორაგბე კარგ მენეჯერს არ ნიშნავს, რაზეც საკუთარი აზრი რატიმაც დააფიქსირა: "გასაგებია, რომ შეიძლება კარგი მორაგბე კარგი მენეჯერი არ იყოს, მაგრამ კარგი მშენებელი რატომ ნიშნავს კარგ მენეჯერს, ეს ვერ გავიგე. თუ ისევ იმ ხალხის იმედზეა, ვინც აქამდე მიიყვანა ქართული რაგბი - სწორედ მაგის წინააღმდეგი ვართ ჩვენ. არჩევნებით მთავრობები იცვლება და ჩვენ რით ვერ შევცვალეთ რაგბის კავშირი და პრეზიდენტი?!"
განმეორებითი ყრილობა 10 მარტსაა ჩანიშნული. ურუშაძე გამოსავალს მომდევნო კვირაში გასამართ არჩევნებში ვერ ხედავს: "ვერ ვხედავ მაგ არჩევნებში გამოსავალს. ჩემი აზრით ირაკლი აბუსერიძე არჩეულია უკვე კანონიერ პრეზიდენტად, ხოლო სოსო ტყემალაძეს თუ შეუძლია ფინანსების მოზიდვა და მისი მართვა, შეუძლია გვერდით დაუდგეს ირაკლის, საერთო საქმე აკეთონ და მორჩება ყველაფერი. ასეთია ჩემი აზრი."
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.